ეს არაჟნის ტორტი გამოდის ძალიან გემრიელი და ფაფუკი. კრემი იდეალურად ერწყმის ფირფიტებს. ნაღების ბაზაზე შეგიძლიათ მომზადოთ ამ დესერტისთვის ნებისმიერი კრემი.
ინგრედიენტები 1 ფირფიტისთვის
- შაქარი 50გ
- არაჟანი 250გ
- კვერცხი 2 ცალი
- ფქვილი 200გ
- სოდა 1 ჩაის კოვზი
- კაკაო 50გ
კრემისთვის
- არაჟანი 1 ჭიქა
- შაქარი ან შაქრის ფხვნილი 1 ჭიქა
მომზადება
- ინგრედიენტები გათვლილია 1 ფირფიტაზე. მეორე შოკოლადის ფირფიტა მოაზადეთ ამავე რაოდენობის ინგრედიენტებისგან, უბრალოდ დაუმატეთ 50გ კაკაო.
- მეორე ფირფიტისთვის გათვლილი ცომი შეგიძლიათ გაყოთ ორ ნაწილად. ერთს დაუმატეთ კაკაო, ხოლო მეორეს თხილი ან ქიშმიში.
- ყველა პროდუქტი უნდა იყოს ოთახის ტემპერატურის.
- კვერცხს დაუმატეთ შაქარი, არაჟანი და ათქვიფეთ.
- ფქვილს დაუმატეთ სოდა და გაცერით, ნელ-ნელა მოაყარეთ მასას და მოზილეთ ცომი.
- საცხობ ფორმაში ჩაასხით ცომი.
- გამოაცხვეთ 30-40 წუთი 200 გრადუსზე.
- გაგრილების შემდეგ გაყავით 2 ნაწილად.
- კრემის მოსამზადებლად არაჟანი ათქვიფეთ შაქართან ერთად და წაუსვით ფირფიტებს.
- შეინახეთ მაცივარში 3-4 საათი.
გემრიელად მიირთვით!