ტორტი “არაბეთის ზღაპარი” მანანის კრემით

1294

დაბალანსებული სიტკბო და გემო – უგემრიელესი ბისკვიტი ნაზი კრემით. ეს უბრალოდ იდეალურია!

ინგრედიენტები

  • რბილი კარაქი 150გ
  • კვერცხი 3 ცალი
  • შაქრის ფხვნილი 160გ
  • ფქვილი 110გ
  • კაკაო 40გ
  • გამაფხვიერებელი 2 ჩაის კოვზი

კრემი

  • შაქარი 170გ
  • რძე 500მლ
  • ლიმონი
  • კარაქი 200გ
  • მანანის ბურღული 90გ

მომზადება

  1. ბისკვიტისთვის ინგრედიენტები უნდა იყოს თანაბარი ტემპერატურის. ასე მეტად მალე ამოფუვდება.
  2. დარბილებული კარაქი ათქვიფეთ და ნელ-ნელა მოაყარეთ შაქრის ფხვნილი.
  3. განაცალკევეთ ცილა და გული. ბოლოს ხსენებული 1-1 დაუმატეთ და მოურიეთ.
  4. ათქვიფეთ ცილა, მოაყარეთ დარჩენილი შაქრის ფხვნილი.
  5. მოაყარეთ ფქვილი, კაკაო და გამაფხვიერებელი.
  6. 2 ფორმაში ჩააფინეთ პერგამენტი, ჩაასხით ცომი ფორმებში.
  7. გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 25-30 წუთი.
  8. გააგრილეთ და გაჭერით 2 ნაწილად.
  9. რძეს დაუმატეთ მანანის ბურღული, მოხარშეთ საშუალო ცეცხლზე.
  10. დაუმატეთ შაქარი და გალღვობის შემდეგ გააგრილეთ.
  11. ათქვიფეთ კარაქი, დაუმატეთ ლიმონის წვენი, ცედრა და კრემი.
  12. ააწყეთ დესერტი და გააფორმეთ გემოვნებით.
  13. შეინახეთ მაცივარში 6 საათი.

გემრიელად მიირთვით!