მსუბუქი და გემრიელი დესერტი არაჟნით და ორცხობილით.
ინგრედიენტები
- კრეკერი 500გ
- ბანანი 1კგ
- ცხიმიანი არაჟანი 450გ
- წყალი 400მლ
- ჟელატინი 20გ
- შაქარი 2 ჭიქა
მომზადება
- ცივ წყალში გახსენით ჟელატინი, აადუღეთ წყლის აბაზანაზე, მოურიეთ მასას. გააგრილეთ.
- კრემისთვის არაჟანს დაუმატეთ შაქარი და ათქვიფეთ მიქსერით, ჩაასხით დარჩენილი ჟელატინი, მოურიეთ. დააფარეთ ხელსახოცი და შეინახეთ მაცივარში.
- დაჭერით ბანანი მრგვლად.
- ფორმაში ჩააფინეთ ქაღალდი.
- კრეკერი მოათავსეთ მჭიდროდ
- შემდეგი ფენა – ბანანი.
- შემდეგ კი კრემი.
კრეკერი, ბანანი და კრემი.
- მოასხით ზემოდან კრემი.
- შეინახეთ მაცივარში მთელი ღამე.
- მაცივარში კრემი სუფლედ იქცევა.
გემრიელად მიირთვით!