ჟოლოს უგემრიელესი ნამცხვარი კეფირით

816

ზაფხულში ძალიან ხშირად ვამზადებ კენკრის დესერტებს. მგონია, რომ ამ სახის ტკბილეული ცხელ დღეებს ყველაზე მეტად უხდება. ცივი წვენი, ტკბილეული და ზღვა. რა შეიძლება იყოს უკეთესი?

დღეს მინდა გაგიზიარით უგემრიელესი დესერტის რეცეპტი, რომელიც ბებიისგან გადმომეცა. ჟოლოსთან ერთად ბებო ხშირად იყენებდა შავ მოცხარს. კენკრა შეგიძლიათ შეარჩიოთ თქვენი გემოვნებით.

ინგრედიენტები

  • ჟოლო 200გ
  • კეფირი 500მლ
  • სოდა 1 ჩაის კოვზი
  • ხორბლის ფქვილი 400გ
  • შაქარი 200გ
  • კარაქი 100გ
  • კვერცხი 2 ცალი
  • ვანილი 10გ

მომზადება

1.პირველ რიგში მოვამზადოთ ცომი. ამისათვის ჯამში მოათავსეთ კეფირი, სოდა და მოურიეთ. მასა დაასვენეთ 10 წუთი.

2.ცალკე ჯამში ჩატეხეთ კვერცხი. დაუმატეთ შაქარი. მოურიეთ. ჩააასხით კეფირი სოდით და მოაყარეთ ვანილი.

3.ეს ინგრედიენტები ათქვიფეთ მიქსერით შაქრის გალღვობამდე. დაუმატეთ გამღვალი კარაქი. მოურიეთ.

4.თხელ ინგრედიენტებს მოაყარეთ გაცრილი ფქვილი. და მოზილეთ ცომი.

5.ფორმაში ჩაასხით ნახევარი ცომი, შემდეგ გადაანაწილეთ ჟოლო და მოასხით ცომი.

6.კენკრას მოასხით დარჩენილი ცომი. გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 40 წუთი.

გემრიელად მიირთვით!