სუპერ გემრიელი შოკოლადის ტორტი, რომელსაც დანამვა არ სჭირდება

1322

ტორტი მზადდება ძალიან სწრაფად და მარტივად. სამზარეულოში დაუვიწყარი არომატი ტრიალებს.

ინგრედიენტები

  • ფქვილი 140გ
  • კაკაო 45გ
  • ცხელი წყალი 110 მლ
  • გამაფხვიერებელი 1 ჩაის კოვზი
  • სოდა 1 ჩაის კოვზი
  • კვერცხი 2 ცალი
  • რძე 110 მლ
  • ნცენარეული ზეთი 55მლ
  • შაქარი 160გ

კრემი

  • ცხიმიანი არაჟანი 400გ
  • მოხარშული შესქელებული რძე 170გ

მომზადება

გაცრილ ფქვილს დაუმატეთ კაკაო, გამაფხვიერებელი, სოდა და მოურიეთ.

დაუმატაეთ შაქარი, თბილი რძე, მცენარეული ზეთი და კვერცხი. ათქვიფეთ.

ფორმაში ჩააფინეთ ქაღალდი, ჩაასხით ცომი, დააფარეთ ფოლგა და გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 50 წუთი.

არაჟანი ათქვიფეთ 5 წუთი, დაუმატეთ შესქელებული რძე და ისევ ათქვიფეთ.

აგრილებული ბისკვიტი გაჭერით 3 ნაწილად, თითოეულს წაუსვით კრემი და ააწყვეთ ტორტი. გააფორმეთ დესერტი შოკოლადის მინანქრით და ბიკვიტის ნაფხვენებით.

გემრიელად მიირთვით!