შოკოლადის შეუდარებელი დესერტი ბრაუნი

623

შოკოლადის მოყვარულებო მოემზადეთ, დღეს თქვენთვის საოცარი რეცეპტი მოვამზადეთ.

ინგრედიენტები

  • კვერცხი 2 ცალი
  • შაქარი 130გ
  • მცენარეული ზეთი 70გ
  • ფქვილი 170გ
  • კაკაო 40გ
  • გამაფხვიერებელი 3გრ
  • სოდა 3გრ
  • ცხელი წყალი 130მლ

მინანქარი 

  • კარაქი 30გრ
  • რძე 50მლ
  • შავი შოკოლადი 80გ

მომზადება

  1. ღრმა ჯამში ჩატეხეთ 2 კვერცხი, დაუმატეთ შაქარი და კარგად ათქვიფეთ.
  2. დაუმატეთ მცენარეული ზეთი და ათქვიფეთ.
  3. კაკაო დაუმატეთ ფქვილს და გაცრილი სახითდაუმატეთ კვერცხის მასა.
  4. დაუმატეთ გამაფხვიერებელი, სოდა და ათქვიფეთ.
  5. ჩაასხით ცხელი წყალი და მიქსერით მოურიეთ.
  6. მრგვალ ფორმაში ჩაასხით ცომი.
  7. გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 45-50 წუთი.
  8. მზა კექსი გადმოიტანეთ ფორმიდან და გააგრილეთ.
  9. კექსს მოაშორეთ ზედაპირი, რათა გავათანაბროთ.
  10. მოჭრილი ნაწილები დაფხვენით.

მინანქარი:

  1. დიდ ქვაბში მოათავსეთ კარაქი, დაუმატეთ რძე და მოათავსეთ დაბალ ცეცხლზე და გაალღვეთ კარაქი.
  2. დაუმატეთ შავ შოკოლადი და მოურიეთ.
  3. შოკოლადის მინანქარი უნდა ბრწყინავდეს.
  4. კექსს მოასხით შოკოლადის მასა, მოაყარეთ დაფხვნილი ბისკვიტი.

გემრიელად მიირთვით!