მხოლოდ ორი ინგრედიენტისგან შემდგარი დესერტი 10 წუთში

1729

ყოველდღიურად ჩვენ სამსახურიდან შინ გვეჩქარება, რათა ქმარ-შვილს გემრიელი ვახშამი მოვუმზადოთ. დესერტისთვის კი დრო საერთოდ არ გვრჩება. არადა, ჩაი კარგი ნამცხვრის გარეშე არც თუ ისე კარგი იდეაა.

დღეს “გასტრონომიას” რედაქცია შემოგთავაზებთ სულ რაღაც ორი კომპონენტისგან შემდგარი დესერტის რეცეპტს, რომელიც 10 წუთში მზადდება. შედეგად კი ოჯახის წევრებისგან უამრავ კომპლიმენტს მიიღებთ.

ინგრედიენტები

  • 350 გრ შედედებული რძე
  • 200 გრ სიმინდის სახამებელი

მომზადება

1. ყველაზე კარგი ვარიანტია სწორედ სიმინდის სახამებლის გამოყენება, რადგან მზა კერძში მისი გემო არ იგრძნობა. შეურიეთ შესქელებული რძე და სახამებელი ერთგვარი მასის მიღებამდე.

2. დააფინეთ საცხობ ფორმაზე პერგამენტი, დაასხით მასა და კარგად გაათანაბრეთ.

3. შედგით 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში. მზაობა დამოკიდებულია ფენის სისქეზე. შეამოწმეთ ასანთის ღეროს მეშვეობით.

4. მზა ფენა დაჭერით ულუფებად, გაცივებულის დაჭრა ცოტათი გართულდება.

თუ მასას კოვზით დაასხამთ საცხობ ფორმაზე, მიიღებთ ცალ-ცალკე ულუფებს, თუ ოთხად გაჭრით – ტორტის ფენებს. დესერტი მოუხდება ნებისმიერ ჩაის ან ყავას, რადგან სასიამოვნო ნაღების გემო აქვს. შეინახეთ ეს რეცეპტი და გაუზიარეთ მეგობრებს!