რისგან ამზადებენ ახლა ნაყინს არ ვიცი, მაგრამ ჩემი სახლის ნაყინი 100% ნატურალურია. მხლოდ 3 ინგრედიენტი დაგჭირდებათ მის მოსამზადებლაად. მე ვიყენებ ცხიმიან ნაღებს, ამიტომ გამოდის დახვეწილი.
ინგრედიენტები
- 500მლ ნაღები
- 100გ შაქრის ფხვნილი
- 0,2 ჩაის კოვზი ვანილი
მომზადება
1.ნაღები აიღეთ ყველაზე ცხიმიანი და გააგრილეთ.
2.ღრმა ჯამში ათქვიფეთ ნაღები შაქართან და ვანილთან ერთად. დაახლოებით 5 წუთი დაგჭირდებათ ამისთვის. უნდა ამოფუვდეს.
3.მასა გადაანაწილეთ ფორმებში და მთელი ღამით შეინახეთ მაცივარში.
4.უგემრიელესი ნაყინი მზად არის!
გემრიელად მიირთვით!