დღეს მარტივი და სწრაფი დესერტი მოვამზადოთ კეფირზე. იმდენად მარტივია, რომ დაჯერებაც კი რთულია. სცადეთ და მოამზადეთ ჩვენთან ერთად.
ინგრედიენტები
- შაქარი 1 სუფრის კოვზი
- კვერცხი 1 ცალი
- ფქვილი 1 სუფრის კოვზი
- კეფირი 1 ჭიქა
- სოდა 1 ჩაის კოვზი
- კაკაო 1 სუფრის კოვზი
- მცენარეული ზეთი 3 სუფრის კოვზი
- მარილი
- გახეხილი შოკოლადი 20გ
მომზადება
- ჯამში ჩატეხეთ კვერცხი, ათქვიფეთ და დაუმატეთ შაქარი.
- მოურიეთ, რათა მიიღოთ ერთგვაროვანი კონსისტენცია.
- მოასხით ზეთი და კარგად მოურიეთ.
- კეფირს დაუმატეთ სოდა, მოურიეთ და ჩაასხით კეფირი ცომში.
- ცომს მოაყარეთ გაცრილი კაკაო და ხორბლის ფქვილი.
- საცხობ ფორმაში ჩააფინეთ პერგამენტის ქაღალდი და დაამუშავეთ კარაქით.
- გადმოიტანეთ ცომი მზა ფორმაში და გამოაცხვეთ 180 გრადუსზე.
- დაახლოებით 45 წუთი დასჭირდება.
- გადმოიტანეთ ცომი და დაელოდეთ გაგრილებას.
- კრემი აუცილებლად უნდა იყოს იდეალურად მომზადებული.
- არაჟანს დაუმატეთ შაქრის ფხვნილი. გაჭერით ფირფიტა შუაზე.
- ორივე მხარეს წაუსვით კრემი.
- მთლიანად დაფარეთ ტორტი.
- მოაყარეთ დახვნილი შოკოლადი.
გემრიელად მიირთვით!