ძალიან გემრიელი და ფაფუკი ფუნთუშები ხაჭოს ცომისგან. ამ დესერტის მომზადებას გამოუცდელი დიასახლისიც უმარტივესად შეძლებს.
ინგრედიენტები
გამოდის 12 ცალი
- შაქარი 60გ
- კვერცხი 2 ცალი
- ხაჭო 250გ
- მცენარეული ზეთი 2 სუფრის კოვზი
- ვანილი
- ფქვილი 250გ
- მარილი
- გამაფხვიერებელი 7გ
- შაქრის ფხვნილი
მომზადება
- ღრმა ჯამში ჩაყარეთ შაქარი, დაუმატეთ კვერცხი, მარილი და კარგად ათქვიფეთ.
- დაუმატეთ ხაჭო.
- ისევ კარგად მოურიეთ.
- დაუმატეთ ზეთი და ვანილი, მოურიეთ.
- ფქვილს მოაყარეთ გამაფხვიერებელი და ნელ-ნელა შეიყვანეთ ხაჭოს მასაში.
- ცომის მოზელვა დაიწყეთ სილიკონის ნიჩბით და შემდეგ გააგრძელეთ ხელით.
- სამუშაო მაგიდას მოაყარეთ ფქვილი, მოათავსეთ ცომი და გააბრტყელეთ.
- გაყავით 12 ნაწილად.
- თითოეულს მიეცით ბურთის ფორმა.
- გადაიტანეთ პერგამენტით ამოფენილ საცხობ ფორმაზე და წაუსვით კვერცხის გული.
- გამოაცხეთ 180 გრადუსზე 25 წუთი.
- მზა ფუნთუშებს მოაყარეთ შაქრის ფხვნილი.
გემრიელად მიირვით!