ქალბატონებო, მოიმარჯვეთ ტაფა! კივის ტორტი ღუმელის გარეშე სულ რამდენიმე წუთში

2660

ყველაზე ბედნიერი სწორედ მაშინ ვარ, როდესაც ჩემი შვილების სახეზე ღიმილს ვხედავ. შეძლებისდაგვარად, მაქსიმალურად ხშირად ვცდილობ მათთვის სადღესასწაულო გარემოს შექმნას, თუმცა არა მაღაზიაში შეძენილი სხვადასხვა ტკბილეულით, რომლებიც დიდი რაოდენობით საღებავებსა და სხვა მავნე ნივთიერებებს შეიცავს, არამედ უგემრიელესი ხილის ტორტით, რომლის დამზადებაც სულაც არ მოითხოვს სპეციალურ ნიჭსა და გამოცდილებას.

ამ მარტივ რეცეპტში შემავალი ყველა ინგრედიენტი ნატურალურია და არ შეიცავს მავნე ნივთიერებებს, რაც ყველა მშობლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

კივის ტორტი

ინგრედიენტები:

  • 200 გრამი არაჟანი
  • 1 კვერცხი
  • 450 გრამი ფქვილი
  • 1 ჩ.კ. საფუარი
  • 400 გრამი ხაჭო
  • 150 გრამი იოგურტი
  • 200 გრამი შაქრის პუდრი
  • 1 ბანანი
  • 10 კივი

მომზადება:

1. პირველ რიგში, უნდა მოვამზადოთ ცომი ჩვენი ტორტისთვის. ღრმა ჭურჭელში შეურიეთ ერთმანეთში არაჟანი და კვერცხი, შემდეგ დაამატეთ ფქვილი და საფუარი. კარგად ზილეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

2. დაყავით ცომი 8 თანაბარი ზომის ბურთად.

4. ცომის კარგად გაბრტყელებული ნაჭრები შეწვით ტაფაზე ზეთის დამატების გარეშე. ცომის ფირფიტა ყოველ მომდევნო ფირფიტას თავისი დიამეტრით უნდა აღემატებოდეს 1,5-2 სანტიმეტრით, რათა სამომავლოდ მას სასურველი ფორმა მივცეთ.

5. კრემის დასამზადებლად შეურიეთ ერთანეთში ხაჭო, იოგურტი, შაქრის პუდრი და ბანანი. გამოიყენეთ ბლენდერი, რათა მიიღოთ ერთგვაროვანი კონსისტენციის მქონე ბლანტი მასა.

6. დაჭერით კივი თხელ რგოლებად.

7. ააწყვეთ ტორტი ფენებად შემდეგი პრინციპით: ტაფაზე შემწვარი ქერქი, კრემი და კივის თხელი ნაჭრები.

8. როდესაც ცომის ბოლო ფენას გამოიყენებთ, გარედან კარგად წაუსვით კრემი და განათავსეთ მასზე კივის თხელი ნაჭრები ისე, რომ ტორტს კუს ფორმა მისცეთ.

თქვენს შვილებს აუცილებლად შეუყვარდებათ კივის ტორტის გემო, რაც ნამდვილად სასიხარულო ფაქტია, რადგან განსხვავებით მაღაზიაში შეძენილი ტკბილეულისგან და ნამცხვრებისგან, ეს დესერტი არ შეიცავს მავნე ნივთიერებებს და ის 100%-ით ნატურალურია.