უნივერსალური საფუარიანი ცომი “დიასახლისის ოცნება”

666

დღეს ჩვენ ცივი ცომის მომზადებას ვაპირებთ. გაგიკვირდებათ, მაგრამ ეს ცომი არა სითბოში, არამედ სიცივეში იზრდება. სწორედ აქედან გამომდინარეობს მისი სახელწოდება.

ცომის მომზადების მართლაც დახვეწილი ტექნოლოგიაა. საფრანგეთში ამ ცომით ძალიან ხშირად ამზადებენ დესერტებს. სიცივეში ამოფუებული ცომი საძერწ მასალას ემსგავსება. ის შექმნილია იმისთვის, რომ მისგან ფიგურები და ორნამენტები შექმნან.

საფუარიანი ცომი, რომელიც დაგელოდებათ. შეგიძლიათ საღამოს მოამზადოთ, შეინახოთ მაცივარში და დილით გამოაცხოთ ღვეზელები. ასეთ ცომი დიდხანს ინახება, მისი გაყინვაც შეგიძლიათ. აუცილებლად უნდა მოათავსოთ პოლიეთილენის პაკეტში და ისე გაყინეთ.

ამბობენ, რომ საყინულეში ცომი ერთ თვესაც კი გაძლებს.

ინგრედიენტები

  • 500გ ფქვილი
  • 125მლ რძე
  • 125მლ კეფირი
  • 15გ საფუარი
  • 1 კვერცხი
  • 30გ შაქარი
  • 50გ კარაქი
  • მარილი
  • სოდა დანის წვერზე

მომზადება

1.საფუარს დაუმატეთ თბილი რძე, შაქარი, მარილი, კეფირი, კვერცხი და რბილი კარაქი. უმჯობესია ოთახის ტემპერატურის ინგრედიენტები გამოიყენოთ.

2.გაცერით ფქვილი და დაუმატეთ ცოტა სოდა. კარგად გადაურიეთ. მოზელილი ცომი დაბეგვეთ და დაასვენეთ 30 წუთი ოთახის ტემპერატურაზე. შემდეგ შეინახეთ მაცივარში 2 საათი.

3.გააბრტყელეთ ცომი, წაუვსით ცხიმი და მოაყარეთ გამომშრალი ხილი. დაჭერით ცომი მართკუთხედებად, დაახვიეთ რულეტისებურად, დაელოდეთ ამოფუებას და მოათავსეთ ღუმელში 20 წუთი. გამოცხობამდე ზემოდან წაუსვით რძის და კვერცხის ნარევი.

გემრიელად მიირთვით!