დღეს მე გასწავლით ფუმფულა ღვეზელების მომზადებას. გულსართი შეგიძლიათ შეარჩიოთ თქვენი გემოვნებით. მოხერხებული, გემრიელი და მარტივი!
ამ რეცეპტის პლიუსი ის არის, რომ იმ ხალხასაც კი მოაწონებს თავს, რომლებსაც საფუარის სუნიც კი აღიზიანებთ. საფუარს ამ რეცეპტში რათქმაუნდა გამოვიყენებთ, მაგრამ ძალიან კარგად შევნიღბავთ.
ინგრედიენტები
- 500მლ რძე
- 500მლ კეფირი ან ოთახის ტემპერატურის მჟავე რძე
- 4 კვერცხი
- 1 კვერცხის გული
- 100გ რბილი კარაქი
- 50მლ მცენარეული ზეთი
- 120გ შაქარი
- მარილი
- 8გ სოდა
- 60გ საფუარი
- 2,1კგ ფქვილი
მომზადება
1.250მლ რძეს დაუმატეთ 2 აუფრის კოვზი ფქვილი, გააგრილეთ მასა ოთახის ტემპერატურაზე. დარჩენილ რძეს დაუმატეთ საფუარი და დაასვენეთ 10 წუთი. როცა რძის ზედაპირზე შეამჩნევთ ქაფს, შეაერთეთ 2 მიღებული მასა მიქსერის დახმარებით.
2.გაცერით ფქვილი, დაუმატეთ მარილი, შაქარი და სოდა. მოურიეთ. კვერცხი ათქვიფეთ ჩანგლით, დაუმატეთ ზეთი, კეფირი და ისევ მოურიეთ.
3.კვერცხს დაუმატეთ თხევადი მასა ფქვილით და მოზილეთ ცომი. უნდა გამოვიდეს რბილი და წებოვანი. შეავიეთ და დაასვენეთ 40 წუთი. ისევ მოზილეთ და დატოვეთ 40 წუთი.
4.შემდეგ ყვეაფერი სტანდარტულად: მოათავსეთ გულსართი რვეზელებში, წაუსვით კვერცხის გული და გამოაცეთ 35 წუთი 190 გრადუსზე.
ეცადეთ გულსართი არ გამოვიდეს ძაიან თხელი: ასე თქვენ რისკავთ. შეიძლება ძალიან სველი გამოვიდეს ღვეზელი. მე ხშირად ვიყენებ გულსართად ხაჭოს, ვაშლს, ალუბალს. ჯემი და მურაბაც კარგი ვარიანტია.
გემრიელად მიირთვით!