ვაშლის ცხობილა საფუარით – უნაზესი და უგემრიელესი!

524

ცხობილა ვაშლით – ეს უკვდავი კლასიკაა! დღეს მე გთავაზობთ საფუარიანი ცომისგან ვაშლის ნამცხვრის მომზადებას, რომლისთვისაც რძე და კეფირი არ დაგვჭირდება. მოვამზადეთ წყალზე და საფუარზე.

ამ დესერტისთვის მარტივესი ინგრედიენტები დაგვჭირდება, რომელიც სამზარეულოში ყოველთვის მოგვეპოვება.

ინგრედიენტები ცომისთვის

  • 600გ ხორბლის ფვილი
  • 230მლ თბილი წყალი
  • 11გ საფუარი
  • 2 ქათმის კვერცხი + 1 ზემოდან წასასმელად
  • 70გ შაქარი
  • მარილი
  • 2 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი

გულსართისთვის

  • 3-4 ვაშლი
  • 100გ შაქარი + 1 ჩის კოვზი
  • 2 სუფრის კოვზი არაჟანი

მომზადება

1.თბილს წყალს დაუმატეთ შაქარი, მარილი, კვერცხი, ზეთი და საფუარი. კარგად მოურიეთ.

2.გაცერით ფქვილი და ნელ-ნელა მოაყარეთ მუღებულ მასას. კარგად მოზილეთ ცომი – უნდა გამოგივიდეთ რბილი და არაწებვადი. ცომს დააფარეთ ხელსახოცი და დატოვეთ 30 წუთი თბილადგილას.

3.ამასობაში დავიწყოთ გულსართის მომზადება. გაასუფთავეთ ვაშლი და დაჭერით წვრილად.

4.სამუშაო მაგიდა დაამუშავეთ ცხიმით. გააბრტყელეთ ცომი.

5.ცომს მოაყარეთ შაქარი. 3 რიგად დაალაგეთ დაჭრილი ვაშლი და დაახვიეთ რულეტისებურად.

6.საცხობი ფორმა დაამუშავეთ ცხიმით, გადაანაწილეთ ცომი და წაუსვით ათქვეფილი კევრცხი.

7.გამოაცხეთ 180 გრადუსზე 40 წუთი.

8.შეგიძლიათ მოამზადოთ სოუსიც: არაჟანს დაუმატეთ შაქარი და საკონდიტრო ტომრით მოასხით ნამცხვარს.

გემრიელად მიირთვით!