ახლა ძალიან რთულია სტუმრის კერძით გაკვირვება. მითუმეტეს თუ მენიუში ქათამი გაქვთ. მე მაქვს საოცარი იდეა – ქათმის ბარკლები ცომით იდეალური ვარიანტი იქნება!
ამ სახის პრეზენტაცია სარესტორნო კერძის შთაბეჭდილებას ტოვებს. გაფორმება კი სოლიდურს ხდის.
ინგრედიენტები
- ქათმის ბარკალი 6 ცალი
- კეფირი 150-200მლ
- პაპრიკა 1 ჩაის კოვზი
- ნივრის ფხვნილი 0,5 ჩაის კოვზი
- ძირა 0,3 ჩაის კოვზი
- სიმინდის ფქვილი 4-5 სუფრის კოვზი
- ფენოვანი საფუარიანი ცომი 250გ
- კვერცხი 1 ცალი
- მარილი და შავი წიწაკა
მომზადება
1.გარეცხეთ ბარკლები, დანით გაასუფთავეთ ძვალი.
2.ჯამში მოათავსეთ სანელებლები, დაუმატეთ მარილი, კეფირი და კარგად მოურიეთ.
3.ხორცი მოათავსეთ მარინადში, მოურიეთ ხელით, რათა სოუსმა დაფაროს ბარკლები. მოათავსეთ მაცივარში 1 საათი.
4.ხორცი ამოავლეთ სიმინდის ფქვილში და შეწვით ტაფაზე ორივე მხრიდან.
5.ცომი გაყავით 6 ნაწილად. მოათავსეთ საცხობ ფორმაზე. თითოეულის ცენტრში დააფიქსირეთ ბარკალი.
6.ძვალი შეფუთეთ ფოლგაში, ცომს წაუსვით კვერცხი. გამოაცხეთ 20 წუთი 160 გრადუსზე.
გემრიელად მიირთვით!