ვარსკვლავისებური ნამცხვარი ვაშლის გულსართით

610

საყვარელი ნამცხვარი დღის საუკეთესო დასაწყისია. მთავარია სიყვარულით სავსე გულით მოამზადოთ და დამიჯერეთ ყველაფერი გამოგივათ. ეს ვაშლის ნამცხვარი სადღესასწაულო მაგიდისთვისაა შექმნილი. საოცრად ლამაზი და მადისაღმძვრელია.

გარეგნულად რთულად გამოიყურება, მაგრამ მისი მომზადება უმარტივესია. ის შედგება ჩვეულებრივი საფუარიანი ცომისგან და ვაშლის პიურეს გულსართისგან.

ინგრედიენტები

  • რძე 215მლ
  • კარაქი 60გ
  • საფუარი 2 ჩაის კოვზი
  • შაქრის ფხვნილი 50გ
  • მარილი 0,5 ჩაის კოვზი
  • ხორბლის ფქვილი 400გ
  • ვაშლის პიურე 6 სუფრის კოვზი
  • კვერცხი 1 ცალი

მომზადება

1.სქელ ქვაბში აადუღეთ 200მლ რძე, გადმოიტანეთ ცეცხლიდან. დაუმატეთ კუბიკებად დაჭრილი კარაქი. კარგად მოურიეთ.

2.გააგრილეთ მასა და ჩაასხით ჯამში. მოაყარეთ საფუარი და დაელოდეთ ამოფუებას.

3.ცალკე ჯამში მოათავსეთ ფქვილი, 40გ შაქრის ფხვნილი და მარილი. მშრალი მასა მოაყარეთ თხელ მასას. ათქვიფეთ 7-10 წუთი მიქსერით.

4.ჯამი და ხელები დაიმუშავეთ ცხიმით. ცომი ცხიმიან ჯამში გადაიტანეთ. დააფარეთ ცომს თავსაფარი და დაელოდეთ ამოფუებას.

5ცომი გადაიტანეთ ფქვილიან ზედაპირზე და გაყავით 4 ნაწილად.

6.გააბრტყელეთ 1 ნაწილი. მოათავსეთ პერგამენტის ქაღალდი და ცომს წაუსვით პიურე. იგივე პროცედურა გაიმეორეთ ცომის დარჩენილ ნაწილებთან. თქვენ უნდა გამოგივიდეთ 4 ფენა ცომი და 3 ფენა ბაშლის გულსართი.

7.ცომის ცენტრში მოათავსეთ ჭიქა და გაჭერით 4 ნაწილად ის, როგორც ფოტოზეა.

8.ბასრი დანით ცომი გაყავით 16 ნაწილად. ორი მეზობელი ცომის ნაწილი დაახვიეთ ორჯერ და შეაერთეთ ბოლოები.

9.ცომი დაასვენეთ 20 წუთი, რათა ამოფუვდეს.

10.გაახურეთ ღუმელი 180 გრადუსზე.

11.ჩანგლით ათქვიფეთ კვერცხი კოვზ რძესთან ერთად. წაუსვით დესერტს და გამოაცხეთ 35 წუთი.

გემრიელად მიირთვით!