ალბათ დაგიგემოვნებიათ ან გსმენიათ ცნობილი ფრანგული ხახვის წვნიანის შესახებ. აღმოჩნდა, რომ გერმანული სამზარეულოც დაიკვეხნის მადისაღმძვრელი მსგავსი კერძით, რომელსაც გერმანელი დიასახლისები მრავალი წელია ამზადებენ.
მისი მთავარი დამახასიათებელი – ცხარე გემო და ძეხვის სიუხვეა. გერმანელები აქაც არ ღალატობენ თავიანთ კულინარიულ ტრადიციებს.
ინგრედიენტები
- 1 კგ ხახვი
- 500 გრ ძეხვი
- 4 კბილი ნიორი
- 2 ს.კ. ფქვილი
- 40 გრ კარაქი
- 850 გრ პომიდორი
- 2 ლ ბულიონი
- 600 გრ ლობიო
- 150 გრ იოგურტი
- 1 ჩ.კ. ორეგანო
- 150 გრ არაჟანი
- ტაბასკო გემოვნებით
- მარილი, პილპილი გემოვნებით
მომზადება
- დაჭერით ხახვი, გაატარეთ ნიორი. მოთუშეთ კარაქში ხახვი, დაუმატეთ ნიორი, შემდეგ დაუმატეთ ფქვილი.
- დაუმატეთ დაჭრილი პამიდორი, გაყინული ლობიო, დაასხით ბულიონი და აადუღეთ.
- დაუკელით ცეცხლს, მოაყარეთ ორეგანო და მოთუშეთ 20 წუთის განმავლობაში.
- შებოლილი ძეხვი დაჭერით წვრილად, თასში შეურიეთ არაჟანი და იოგურტი, დაამატეთ მარილი, პილპილი და ტობასკო.
- შეურიეთ მიღებული სოუსი ძეხვს. ვუალა, უგემრიელესი წვნიანი მზადაა!
მიირთვით ახლადგამომცხვარ თეთრ პურთან. გერმანელები, როგორც წესი, მას ქაფქაფა ლუდს აყოლებენ. შეინახეთ ეს რეცეპტი და გაუზიარეთ მეგობრებს!