ყველასათვის საყვარელი კარამელის დესერტები – ცდუნებას შეუძლებელია გაუძლო!

639

კარამელი ბავშვობიდან ძალიან ძვირფასია ჩემთვის. მის გარეშე დესერტების არსებობა საშინელება იქნებოდა. რადგან ამპროდუქტის ასეთი მოყვარული ვარ, უამრავი რეცეპტი ვიცი მისი მონაწილეობით.

საუკეთესოები დღეს თქვენთვის მოვამზადე!

რძიანი დესერტი ცხობის გარეშე

ინგრედიენტები

  • 100გ კარაქი
  • 120გ ხორბლის ფქვილი
  • 1ლ რძე
  • 170გ შაქარი
  • 1 ჩაის კოვზი ვანილის ექსტრაქტი
  • 1 სუფრის კოვზი სიმინდის სახამებელი
  • 30მლ წყალი

მომზადება

1.ტაფაზე გაალღვეთ კარაქი. მოაყარეთ ფქვილი. ნელ-ნელა მოასხით რძე. არ შეწყვიტოთ მორევა, დაუმატეთ 80გ შაქარი.

2.დაუმატეთ ვანილის ქესტრაქტი და მოამზადეთ მასა შესქელებამდე. შემდეგ დატოვეთ 30 წუთი გასაგრილებლად. ამასობაში სიმინდის სახამებელს დაასხით 1 ჭიქა წყალი. მოურიეთ.

3.ტაფაზე გაალღვეთ 90გ შაქარი. კარამელს მოასხით 30მლ წყალი და იმავე რაოდენობის რძე.

4.ავაწყოთ დესერტი. ფორმაში მოათავსეთ რძის მასა და მოასხით კარამელი. 30 წუთი შეინახეთ მაცივარში.

გემრიელად მიირთვით!

თურქული დესერტი “ტრილეჩი”

ინგრედიენტები

  • 4 კვერცხი
  • 300გ შაქარი
  • 300მლ ხორბლის ფქვილი
  • 120მლ სიმინდის სახამებელი
  • 325მლ წყალი
  • 5გ ვანილი
  • 5გ გამაფხვიერებელი
  • 400მლ ნაღები
  • 50-80გ შაქარი
  • 600მლ რძე
  • 3 სუფრის კოვზი შესქელებული რძე
  • 50გ კარაქი

მომზადება

1.პირველ რიგში მოვამზადოთ ბისკვიტი. ღრმა ჯამში ათქვიფეთ კვერცხი, დაუმატეთ 200გ შქარი, ჩაასხით 5 სუფრის კოვზი ცხელი წყალი.მოურიეთ მიქსერით.

2.ფქვილს დაუმატეთ 0,5 ჭიქა სახამებელი და გამაფხვიერებელი. მშრალი მასა ჩაყარეთ ჯამში. მიქსერით ათქვიფეთ ერთგვაროვანი ცომი. საცხობი ფორმა დაამუშავეთ ცხიმით.

3.ცომი ჩაასხით ფორმაში. გამოაცხეთ 170 გრადუსზე 30 წუთი. ამასობაში მოამზადეთ თხელი მასა. ქვაბში ჩაასხით რძე და 200მლ ნაღბი.

4.აადუღეთ მასა, დაუმატეთ შესქელებული რძე. მიღებული მასა მოასხით ბისკვიტს. სანამ ის ინამება მოვამზადოთ კრემი.

5.200მლ ნაღებს მოაყარეთ შაქრის ფხვნილი. ათქვიფეთ ამოფუებამდე. კრემი გვერდზე გადადეთ და ხელი კარამელს მოკიდეთ. 1-2 სუფრის კოვზ სახამებელს დაასხით 50მლ ცხელი წყალი. მოურიეთ.

6.გაალღვეთ 100გ შაქარი, დაუმატეთ კარაქი და 2 წუთი დაასხით 200მლ ცხელი წყალი. არ შეწვიტოთ მორევა, კარამელს დაუმატეთ გახსნილი სახამებელი.

7.ააწყეთ დესერტი. ნაღები მოასხით დანამულ ბისკვიტს. მოასხით ცოტა გაგრილებული კარამელი. გააფორმეთ დარჩენილი კრემით და შეინახეთ მაცივარში 3,5 საათი.

გემრიელად მიირთვით!