აღმოსავლური ტკბილეული სახლის პირობებში – შექმენით შედევრი საკუთარი ხელებით!

704

დღეს ჩემს ოჯახის წევრებს ამ ტკბილეულს დავაცვედრებ ჩაისთან. ზუსტად ვიცი ძალიან გაუხარდებათ.

თურქეთში ყოფნის შემდეგ, მომინდა სახში მომემზადებინა. უმარტივესია!

ინგრედიენტები ცომისთვის

  • 200მლ თბილი რძე
  • 1 კვერცხი
  • 1 კვერცხის გული
  • 120მლ მცენარეული ზეთი
  • 450გ ფქვილი
  • 1 სუფრის კოვზი ვაშლის ძმარი
  • მარილი
  • ხორბლის სახამებელი

ინგრედიენტები გულსართისთვის

  • 300გ ნიგოზი
  • 1 კვერცხის გული
  • 150გ გამღვალი კარაქი

ინგრედიენტები სიროპისთვის

  • 500გ შაქარი
  • 500მლ წყალი
  • 0,5 ჩაის კოვზი ლიმონის მჟავა

მომზადება

1.ცომის მოსამზადებლად თბილ რძეს დაუმატეთ გამღვალი კარაქი, 1 კვერცხი და 1 ცილა. არ დაგავიწყდეთ მარილის მოყრა. მოასხით ძმარი და მოურიეთ.

2.მოაყარეთ ფქვილი და მოზილეთ ცომი. უნდა გამოგივიდეთ რბილი და წებოვანი ცომი. დააფარეთ პირსახოცი და დატოვეთ 20 წუთი.

3.სიროპის მოსამზადებლად ქვაბში აადუღეთ შაქრი, მოასხით წყალი და ლიმონის მჟავა. მოხარშეთ 20 წუთი საშუალო ცეცხლზე.

4.გულსართის მოსამზადებლად დააქუცმაცეთ ნიგოზი. დაუმატეთ კვერცხის ცილა და კარგად მოურიეთ.

5.ცომი გაყავით 5 ნაწილად. დაამრგვალეთ თითოეული. სახამებლიან ზედაპირზე გააბრტყელეთ ცომი.

6.გააბრტყელეთ ცენტრში უნდა ქონდეს ნაოჭები, ბოლოებიდან 0,5სმ დაუტოვეთ ცარიელი. ცენტრში ერთმანეთის დაშორებით მოათავსეთ გულსართი.

7.ფრთხილად შეფუთეთ გულსართი ცომში და დაჭერით. ბოლოები დააფიქსირეთ. მოათავსეთ საცხობ ფორმაზე და მოასიხთ გამღვალი კარაქი.

8.გამოაცხეთ 180 გრადუსზე 45 წუთი. სანამ დესერტი ცხელია მოასხით სიროპი. მოაყარეთ დაფქვნილი ფისტა.

9.აღმოსავლური ტკბილეული მზად არის.

გემრიელად მიირთვით!