ფხვიერი ცომი. უგემრიელესი ორცხობილა – ის, რაც ყველამ უნდა ვიცოდეთ!

760

ბებიას ფხვიერი ორცხობილები მთელს სოფელში ცნობილი ტკბილეული იყო. თამამად ვიტყვი, რომ ამ დესერტმა გამილამაზა ბავშვობა.

ძალიან სწრაფად ამზადებდა ბებია ცომს, აძლევდა ძეხვის ფორმას და ინახავდა მაცივარში. რამდენიმე საათის შემდეგ ატრიდა შაქარს, ჭრიდა და საოცარი არომატებით ივსებოდა სახლი.

ინგრედიენტები

  • კარაქი 115გ
  • შაქრის ფხვნილი 50გ
  • მარილი 0,25 ჩაის კოვზი
  • კვერცხი 1 ცალი
  • ხორბლის ფქვილი 160გ
  • ყავისფერი შაქარი გემოვნებით

მომზადება

1.დარბილებული კარაქი გადაიტანეთ ჯამში, დაჭყლიტეთკრემისებური მასის მიღებამდე. მოაყარეთ შაქრის ფხვნილი და მარილი. კარგად მოურიეთ.

2.განაცალკევეთ ცილა და გული. გული და უმატეთ ჯამში არსებულ მასას, ხოლოცილა გვერდზე გადადეთ. გადაურიეთ კვერცის გული კარაქს. მიღებულ მასას მოაყარეთ გაცრილი ფქვილი. მოზილეთ ერთგვაროვანი ცომი.

3.მზა ცომი გადაიტანეთ სწორ ზედაპირზე, მიეცით ძეხვის ფორმა და შეინახეთ მაცივარში 2 საათი.

4.წაუსვით ათქვეფილი ცილა ყველა მხრიდან და მოაყარეთ შაქარი. დაჭერით რგოლებად.

5.გამოაცხეთ 180 გრადუსზე 20-25 წუთი.

გემრიელად მიირთვით!