სააღდგომო ორცხობილები – არ გამოტოვოთ, აუცილებლად მოამზადეთ სადღესასწაულოდ!

592

სააღდგომოდ ყოველთვის ვყიდულობ ორცხობილას, წელს გადავწყვიტე საკუთარი ხელით მოვამზადო. ფხვიერი ორცხობილა, კარაქზე, ლიმონის შიგთავსით ძაალიან დაამშვენებს ჩემს სადღესასწაულო მაგიდას. რეცეპტი კულინარიულ ვლოგში მოვძებნე.

ამ სამარხვო ორცხობილას უბრალოდ საოცარი არომატი აქვს. ოჯახის წევრებს ძალიან მოსწონთ.

მოდით დღეს გავუზიაროთ ერთმანეთს გამოცდილება და ერთად მოვამზადოთ სადღესასწაულო ტკბილეული.

ინგრედიენტები ცომისთვის

  • 200გ კარაქი
  • 250გ ფქვილი
  • 50გ შაქარი
  • 2 კვერცხის გული
  • 50გ შაქრის ფხვნილი
  • მარილი

გულსართისთვის

  • 110მლ ლიმონის წვენი
  • 45გ კარაქი
  • 100გ შაქარი
  • 3 კვერცხის გული
  • 15გ სიმინდის სახამებელი
  • ლიმონის ცედრა

მომზადება

1.ჯამში ჩაყარეთ ფქვილი, გახეხეთ კარაქი. ხელით გადაურიეთ ეს ორი ინგრედიენტი ერთმანეთს. დაუმატეთ შაქარი, შაქრის ფხვნილი და მარილი. მოურიეთ.

2.ცომს დაუმატეთ კვერცხის გული და მოზილეთ ცომი. შეინახეთ მაცივარში 60 წუთი.

3.ლიმონის შიგთავსის მოსამზადებლად ქვაბში ჩაყარეთ შაქარი, სახამებელი, ჩაასხით ლიმონის წვენი, დაუმატეთ ცედრა და კვერცხის გული. კარგად მოურიეთ, დაუმატეთ კარაქი.

დადგით საშუალო ცეცხლზე და აადუღეთ. ადუღების შემდეგ დაუწიეთ ცეცხლს და 5 წუთი მინიმალურზე დატოვეთ, განუწყვეტლივ ურიეთ.

4.ცომი გაყავით 2 ნაწილად. გააბრტყელეთ და ამოჭერით კვერცხის ფორმები. გადაიტანეთ საცხობ ზედაპირზე.

5.გამოაცხეთ 180 გრადუსზე 10 წუთი. სანამ გრილდება გააბრტყელეთ მეორე ნაწილი.

იგივე მეთოდით დაამუშავეთ. მიღებული ფორმები მრგვლად ამოჭერით ცენტრში. გამოაცხეთ 180 გრადუსზე 10 წუთი.

6.ამოჭრილ ნაწილს მოაყარეთ შაქრის ფხვნილი, ხოლო მეორეს წაუსვით ლიმონის მასა. შეაერთეთ ორივე მხარე.

7.უგემრიელესი სადღესასწაულო ორცხობილები მზად არის.

გემრიელად მიირთვით!