სოკოს სუპი კარტოფილით – სარესტორნო კერძი!

780

დღევანდელ დროს ყველა დიასახლისმა არ იცის წვნიანების მომზადება. მე დღეს ისეთ რეცეპტს შემოგთავაზებთ, რომლითაც ყველაფერი გამოგივათ.

ნაღების ყველი, სოკო და მშრალი თეთრი სოკო. საოცარი არომატი და გემო.

ინგრედიენტები

  • კარტოფილი 350გ
  • წიწიბურა 100გ
  • ქამა სოკო 200გ
  • ხახვი 1 ცალი
  • სტაფილო 1 ცალი
  • ნაღების ყველი 2 სუფრის კოვზი
  • მშრალი სოკო 1 ჩაის კოვზი
  • მარილი და წიწაკა
  • მწვანილი

მომზადება

1.გაასუფთავეთ და დაჭერით კარტოფილი. ჩაყარეთ 1ლ წყალში.

2.გარეცხეთ წიწიბურა და დაუმატეთ კარტოფილს.

3.დაჭერით ხახვი, გახეხეთ სტაფილო. მოთუშეთ ზეთში. დაუმატეთ თეთრი სოკო და წვრილად დაჭრილი ქამა სოკო.

4.შემწვარი მასა გადაიტანეთ ქვაბში. დაუმატეთ ნაღების ყველი, მარილი, წიწაკა და მწვანილი.

გემრიელად მიირთვით!