ლამაზი საუზმე კარგი დღის საწინდარია

868

ამ საუზმის მირთმევის შემდეგ, დამიჯერეთ თქვენი დღე უბრალოდ შეუდარებლად ჩაივლის. დილით ადრე გაღვიძების მოყვარული ნამდვილად არ ვარ, მაგრამ ამ სუზმის ხათრით ყოველ დილით ვხვდები ამომავალი მზის სხივებს.

ინგრედიენტები

  • 2 კვერცხი
  • 50გ ყველი
  • მარილი
  • შავი წიწაკა

მომზადება

1.პირველ რიგში ფრთხილად განაცალკევეთ ცილა და გული. კვერცხის გულები აუცილებლად უნდა დარჩეს მთელი, წინააღმდეგ შემთხვევაში ეფექტური გარეგნობას ვერ მივიღებთ. კვერცხი აუცილებლად გარეცხეთ.

2.ცილას დაუმატეთ მარილი და ათქვიფეთ.

3.გახეხეთ ყველი წვრილად და მოაყარეთ ათქვეფილ ცილას.

4.კარგად მოურიეთ ყველს და გადაანაწილეთ ფორმებში. ცილა შეგიძლიათ მოათავსოთ საცხობ ფორმაზე, რომელშიც აუცილებლად უნდა ჩააფინოთ პერგამენტი. ყველაფერი იმაზაეა დამოკიდებული თუ როგორი ფორმა გინდათ მისცეთ კერძს.

5.ცილის მასა ჩააღრმავეთ ცენტრში და მოატავსეთ კვერცხის გული. გამოაცხეთ 160 გრადუსზე 8-10 წუთი.

კერძი შეგიძლიათ გააფორმოთ მწვანილით, კვერცხს ძალიან უხდება გახუხული ტოსტი.

გემრიელად მიირთვით!