ეძებთ სამარხვო ყოველდღიურ კერძებს? უნდა გაგახაროთ: დღეს უეგრმრიელესი წვნიანებს მოვამზადებთ გამოცდილი შეფ მზარეულის რეცეპტებით.
ძალიან ცოტა ინგრედიენტი და დრო დაგჭირდებათ. შედეგი ნამდვილად გაგაოცებთ!
ქრისტიანული სუპი
ინგრედიენტები
- 3 სუფრის კოვზი გამომშრალი ბოსტნეული (ხახვი და სტაფილო)
- 3-4 კარტოფილი
- 3 სუფრის კოვზი შვრია
- წყალი
- შავი წიწაკა და დაფნის ფოთოლი
მომზადება
- მარილიან ადუღებულ წყალში ჩაუშვით ბოსტნეული.
- ამასობაში კარტოფილი გაასუფთავეთ და დაჭერით კუბიკებად, მოათავსეთ ქვაბში.
- ქვაბში ასევე მოათავსეთ მანანის ბურღული.
- დაბალ ცეცხლზე გააჩერეთ სუპი მომზადებამდე. ბოლოს დაუმატეთ დაფნის ფოთოლი და სანელებლები გემოვნებით.
ეს სუპი გამოდის ძალიან გემრიელი, არომატული და ნოყიერი.
შებრაწული კარტოფილი
ინგრედიენტები
- 7-8 კარტოფილი
- 3 სუფრის კოვზი ფქვილი
- 3 სუფრის კოვზი მარიილი
მომზადება
- არ გათალოთ კარტოფილი, ღრუბლით კარგად გარეცხეთ.
- აიღეთ პოლიეთილენის პარკი, მოათავსეთ 3 სუფრის კოვზი ფქვილი და 3 სუფრის კოვზი მარილი.
- კარგად გადაურიეთ ამ ინგრედიენტებს. პარკში მოათავსეთ ნამიანი კარტოფილი.
- აანჯღრიეთ პაკეტი, რათა კარგად დაიფაროს კარტოფილი ფქილით და მარილით.
- კარტოფილი მოათავსეთ საცხობ ფორმაზე ცხიმის გარეშე.
- გამოაცხეთ 200 გრადუსზე 30-40 წუთი.
კერძი გამოდის საოცრად გემრიელი. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ცეცხლზეა მომზადებული.
გემრიელად მიირთვით!