წიწიბურას უგემრიელესი დესერტი “ტირამისუ”

878

წიწიბურას ნამცხვარი როდესმე მოგიმზადებიათ?

გაგიკვირდებათ, მაგრამ წიწიბურისგან მომზადებული დესერტები ძალიან გემრიელი და ორიგინალურია. მე ხშირად ვამზადებ სადღესასწაულოდ და ძალიან კმაყოფილი ვარ.

ინგრედიენტები ფუძისთვის

  • 100გ ფინიკი
  • 100გ მოხალული არაქისი
  • 40გ თბილი წყალი
  • მცენარეული ზეთი
  • კაკაო

კრემისთვის

  • 250გ მწვანე წიწიბურა
  • 500მლ რძე
  • 5 ფინიკი
  • მარილი
  • ვანილი
  • 1 ჩაის კოვზი ხსნადი ყავა

მომზადება

1.საცხობ ფორმას წაუსვით ცხიმი და ჩააინეთ ქაღალდი.

2.ბლენდერის ჭიქაში მოათავსეთ უთესლო ფინიკი და მოხალული არაქისი. რათა მასა არ გამოვიდეს ძალიან მშრალი, დაუმატეთ ცოტა თბილი წყალი.

3.მიღებული მასა თანაბრად გადაანაწილეთ ფორმაში. შეინახეთ საყინულეში.

4.უთესლო ფინიკი ჩაალბეთ რძეში.

5.მწვანე წიწიბურა დაფქვით.

6.დარჩენილ რძეს დაუმატეთ წიწიბურის ფქვილი, მოათავსეთ სქელ ქვაბში.

7.ქვაბი მოათავსეთ საშუალო ცეცხლზე, მოურიეთ, ხარშეთ შესქელებამდე. დაახლოებით 5-7 წუთი დასჭირდება.

8.შესქელებული მასა მოათავსეთ ბლენდერში. დაუმატეთ რძე და წინასწარ ჩამბალი ფინიკი, მარილი, ვანილი, ხსნადი ყავა. ათქვიფეთ მასა ერთგვაროვნებამდე.

9.საყინულიდან გამოიტანეთ მზა ფუძე და ზემოდან გადაანაწილეთ ბლენდერის ჭიქაში არსებული მასა.

10.ფორმა შეინახეთ მაცივარში 1 საათი.

11.დაჭერით დესერტი.

გემრიელად მიირთვით!