ამ მარტივი და სასარგებლო რეცეპტისთვის სულ 4 ინგრედიენტი დაგვჭირდება. ღამე მოამზადეთ და დილით მზად დაგხვდებათ უგემრიელესი საუზმე.
ინგრედიენტები
- ნუშის რძე 180მლ
- ვანილის ექსტრაქტი 1 ჩაის კოვზი
- თაფლი 1 სუფრის კოვზი
- ჩიის მარცვალი 3 სუფრის კოვზი
მომზადება
1.შუშის ქილაში ჩაასხით რძე, თაფლი, ვანილი და ჩიას მარცვალი. შეგიძლიათ დაუმატოთ ნიგოზი ან თხილი და სხვა.
2.კარგად მოურიეთ მასას კოვზით ან ჩანგლით, დაასვენეთ 1 წუთი, შემდეგ ისევ მოურიეთ.
3.ქილას დააფარეთ თავსაფარი და მთელი ღამით შეინახეთ მაცივარში.
4.მირთმევამდე კარგად მოურიეთ. ხილი და ჩირი ძალიან უხდება.
გემრიელად მიირთვით!