ბროკოლის არომატული კრემ-სუპი, რომელიც ძალიან სასარგებლოა!

1153

ბროკოლის კრემ-სუპი მაშველის როლს ირგებს, როცა რაიმე მსუბუქის დაგემოვნება მინდა. ამავდროულად ძალიან სასარგებლოა! ზამთარში გაყინული ბროკოლისგან ვამზადებ, დაახლოებით 1 საათი მჭირდება ამ წვნიანისთვის.

დღეს ერთად მადისაღმძვრელ კრემ-სუპს მოვამზადებთ ბროკოლისგან.

ინგრედიენტები

  • 450გ ბროკოლი
  • 2 კარტოფილი
  • 1 ხახვი
  • 3 კბილი ნიორი
  • 1 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი
  • 1 სუფრის კოვზი კარაქი
  • 60გ ყველი ჩედერი
  • 1ლ ქათმის ბულიონი (ბოსტნეულით)
  • 100მლ 20% ნაღები
  • მარილი და წიწაკა გემოვნებით

მომზადება

1.ბროკოლი შეგიძლიათ აიღოთ ცოცხალი ან გაყინული. დაანაწევრეთ ბროკოლი, არ გადააგდოთ ძირები.

მოასხით ბროკოლის მარილიანი წყალი 10 წუთი, გადაასხით წყალი და გამდინარე წყალში გაავლეთ ბროკოლს.

2.გაასუფთავეთ ხახვი და კარტოფილი. დაჭერით.

3.ქვაბში ჩაასხით ზეთი და ჩააგდეთ კარაქის ნაჭრები. მოთუშეთ ხახვი დარბილებამდე.

რბილ ხახვს დაუმატეთ ლარტოფილი და ბროკოლი, მოასხით ბულიონი ისე, რომ არ დაფაროს ბოსტნეული.

4.მოაყარეთ მარილი, დააფარეთ თავსაფარი და მოხარშეთ დაბალ ცეცხლზე 10-15 წუთი. მზა მასა დააბლენდერეთ და მოაყარეთ წიწაკა.

5.მოაყარეთ გახეხილი ჩედარი და მოასხით ნაღები. აადუღეთ და გამორთეთ ცეცხლი.

6.თავდაფარეებული დაასვენეთ 10 წუთი. მოაყარეთ ორცხობილები.

გემრიელად მიირთვით!