ეს ბლინები დიდხანს ინარჩუნებს სტრუქტურას და სიფაფუკეს.
შიგთავის შეგიძლიათ მოამზადოთ გემოვნებით.
რბილი ბლინები
წყლით და მაიონეზით
ინგრედიენტები
- 0,5ლ თბილი წყალი
- 9 სუფრის კოვზი ფქვილი
- 2 სუფრის კოვზი მაიონეზი
- 2 კვერცხი
- 2 სუფრის კოვზი შაქარი
- 15გ ვანილი
- 2 სუფის კოვზი მცენარეული ზეთი
- მარილი
მომზადება
- ათქვიფეთ მაიონეზი, კვერცხი, შაქარი, მარილი და ვანილი.
- დაუმატეთ თბილი წყალი და გაცრილი ფქვილი. კარგად მოურიეთ და მოასხით ზეთი. ცომი დაასვენეთ 20 წუთი.
- ტაფას წაუსვით ცხიმი, მხოლოდ ერთხელ. მომზადების დასაწყისში საშუალო ცეცხლზე დადგით ტაფა.
- მოასხით ცომი და თანაბრად გადაანაწილეთ ტაფის ზედაპირზე.
მაიონეზით და რძით
ინგრედიენტები
- 500მლ რძე
- 1,5 სუფრის კოვზი ფქვილი
- 1 კვერცხი
- 2 სუფრის კოვზი მაიონეზი
- 1 სუფრის კოვზი შაქარი
- 0,5 ჩაის კოვზი სოდა
- 2 სუფრისკოვზი მცენარეული ზეთი
- 0,5 ჩაის კოვზი მარილი
მომზადება
- ათქვიფეთ კვერცხი, ჩაასხით რძე.
- დაუმატეთ შაქარი, მარილი, მაიონეზი და ათქვიფეთ.
- მოაყართ ფქვილი, მოსხით ზეთი. მოზილეთ არაჟნის კონსესტენციის ცომი.
- ტაფას წაუსვით ცხიმი. შეწით 1-2 წუთი ორივე მხრიდან.
როგორ გავხადოთ ბლინები სასარგებლო
ყველა დამეთანხმება, რომ ბლინები – შეუდარებელი საუზმეა. მაგრამ ისინი ყოველდღიურ მენიუს მაღალი კალორიულობის გამო არ შეესაბამებიან.
შაქრის ჯანსაღი შემცვლელი – ხილია. რათა ბლინები ჯანსაღ და დიეტურ საუზმედ ვაქციოთ, გამოიყენეთ შიგთავსად სასარგებლო პროდუქტები: მოცვი, ბანანი, ქიშმიში, სტაფილო, ვაშლი ან სტაფილო.
ხორბლის ფქვილი ჩაანაცვლეთ გრეჩიხის ან შვრიის ფქვილით.
გემრიელად მიირთვით!