“ზარმაცი თაფლის ნამცხვარი” ცხობის გარეშე! მომაჯადოებელი გემო

2083

არომატულ და გემრიელ დესერტს ეძებთ, რომელსაც ხობა არ სჭირდება? მაშინ ეს რეცეპტი ნამდვილად თქვენთვისაა.

ინგრედიენტები ფუძისთვის

  • 3 სფრის კოვზი დაქუცმაცებული ორცხობილა
  • 4 სუფრის კოვზი თაფლი
  • 80გ კარაქი
  • 2 სუფრის კოვზი კარაქი

ინგრედიენტები კრემისთვის

  • 1,5 ჭიქა არაჟანი
  • 0,5 ქილა შედედებული რძე
  • 10გ ჟელატინი
  • 3 სუფრის კოვზი წყალი

ინგრედიენტები მინანქრისთვის

  • 30გ შოკოლადი
  • 2 ჩაის კოვზი რძე
  • 1 ჩაის კოვზი რაფინირებული ცენარეული ზეთი

მომზადება

1.პირველ რიგში მოვამზადოთ ფუძე. ღრმა ჯამში ჩაყარეთ ორცხობილა. ქვაბში გაალღვეთ კარაქი, ცოტა გააგრილეთ და დაუმატეთ თაფლი. მიღებული მასა მოასხით ორცხობილას და მოურიეთ ხელით.

2.დავიწყოთ კრემის მზადება. ამისათვის ჟელატინს მოასხით ცხელი წყალი და დაელოდეთ მის ამოფუებას. შემდეგ გაალღვეთ წყლის აბაზანაზე და გააგრილეთ. სათქვეფით ათქვიფეთ ჟელატინი, არაჟანი და შედედებული რძე.

3.ავაწყოთ დესერი! ფორმაში კარგად ჩატკეპნეთ 2 ფენა ორცხობილა. წაუსვით კრემი და ისევ მოაყარეთ ორცხობილა. ამ მეთოდით ააწყეთ დესერტი.

4.ტორტი რამდენიმე საათი მოათავსეთ მაცივარში. შეგიძლიათ მოასხათ შოკოლადის მინანქარი.

5.მინანქრის მოსამზადებლად გაალღვეთ შოკოლადი რძესთან და მცენარეულ ზეთთან ერთად. გრილ ტორტს მოასხით მინანქარი და 30 წუთშ შეინახეთ მაცივარში.

გემრიელად მიირთვით!