განუმეორებელი კექსი “ზებრა” – ჩემი შვილების საყვარელი დესერტი!

1313

დილით 1 საათით ადრე ავდექი, რათა მომემზადებინა კექსი “ზებრა”, რომელიც ჩემს შვილს ბაღში ხშირად დააქვს. სადღესასწაულოდ ამ დესერტს ძალიან ხშირად ვაცხობ.

დღეს მინდა დედაჩემის შედგენილი რეცეპტი გაგიზიაროთ. არასოდეს არ დამავიწყდება მისი მომზადებუული კექსის გემო. ეს ის რეცეპტია, რომლის წყალობითაც ბავშვობამ ტკბილად ჩაიარა.

ინგრედიენტები

  • 150გ შაქარი
  • 3 კვერცხი
  • 125გ არაჟანი
  • 10გ ვანილი
  • 100მლ მცენარეული ზეთი
  • 225გ ფქვილი
  • 15გ გამაფხვიერებელი
  • 25გ კაკაო
  • შაქრის ფხვნილი

მომზადება

1.ათქვიფეთ კვერცხი აქაფებამდე, დაუმატეთ შაქარი, ვანილი. ეს დაახლოებით 5 წუთს წაგართმევთ.

2.ცომს დაუმატეთ მზესუმზირის რაფინირებული ზეთი და არაჟანი. არჟანი შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ იოგურტით ან კეფირით. ცალკე ჯამში მოათავსეთ 200გ ფქვილი და გამაფხვიერებელი, გახერით. დაუმატეთ კვერცხის მასას და ათქვიფეთ.

3.ცომი გაყავით 2 ნაწილად. ერთს დაუმატეთ კაკაო, ხოლო მეორეს 25გ ფქვილი. ათქვიფეთ ცალ-ცალკე ორივე.

4.საცხობ ფორმას წაუსვით ცოტა ზეთი, რიგ-რიგობით ჩაასხით ორივე ფერის ცომი.

5.გამოაცხეთ 180 გრადუსზე 20-25 წუთი.

6.მზა კექსებს მოაყარეთ შაქრის ფხვნილი.

გემრიელად მიირთვით!