კარტოფილის ნამცხვარი “საყვარელი”

627

ცომთან მუშაობა არასდროს არ მიყვარდა. ძალიან ბევრი ძალისხმევა და დრო უნდა. ამიტომაც, ხშირად ვამზადებ ჩასასხმელ ნამცხვრებს. უმატრივესად მზადდება უმოკლეს დროში.

ეს რეცეპტი – ჩემი აღმოჩენაა, საჭიროა რამდენიმე მარტივი ინგერდიენტი და 1 საათი.

ინგრედიენტები

  • კეფირი 350გ
  • ხორბლის ფქვილი 200გ
  • კვერცხი 1 ცალი
  • სოდა 0,5 ჩაის კოვზი
  • კარტოფილი 400გ
  • ნიორი 2 კბილი
  • კამა
  • მაიონეზი 2 სუფრის კოვზი
  • ორეგანო
  • მარილი
  • შავი წიწაკა

მომზადება

1.გაასუფთავეთ კარტოფილი, გარეცხეთ და დაჭერით. გააშრეთ ხელსახოცით. გაასუფთავეთ ნიორი, დაჭყლიტეთ. კამა წვრილად დაჭერით.

2.კარტოფილს მოაყარეთ კამა, ნიორი, მარილი, სანელებლები და მოასხით მაიონეზი. კარგად მოურიეთ.

3.მოაზმადეთ ცომი. ღრმა ჯამში მოათავსეთ კეფირი ოთახის ტემპერატურის. დაუმატეთ კვერცხი, ფქვილი და წყალი.

4.გამოსაცხობ ფორმაში ჩააფინეთ ქაღალდი.

5.წაუსვით ცხიმი, ჩაასხით ნახევარი ცომი. რამდენიმე ფენა კარტოფილი მოაყარეთ. მოასხით დარჩენილი სოუსი შიგთავსს. მოასხით დარჩენილი ცომი.

6.გამოაცხეთ 180 გრადუსზე 40 წუთი.

გემრიელად მიირთვით!