ფუნთუშები დარიჩინით საფუარიანი ცომისგან

586

გასაოცარი ფუნთუშები შედგება ფენებისგან, რომელსაც ვუსმევ კარაქს და ვაყრი ყავიფერ შაქარს. ეს ფუნთუშები იდეალურია საუზმისთვის.

ინგრედიენტები

  • რძე 380მლ
  • საფუარი 25გ
  • შაქარი 2 სუფრის კოვზი
  • კარაქი 100-120გ
  • ხორბლის ფქვილი 500გ
  • კვერცხი 1 ცალი
  • ბარბექიუ სოუსი 0,3 ჩაის კოვზი
  • ყავისფერი შაქარი 4-5 სუფრის კოვზი შაქარი
  • დარიჩინი

მომზადება

1.საფუარს დაუმატეთ 350მლ თბილი რძე, შაქარი, 2 სუფრის კოვზი ფქვილი, მოურიეთ და დაელოდეთ 10-15 წუთი. მოაყარეთ დარჩენილი ფქვილი, ცილა და მარილი. მოზილეთ ცომი.

2.როცა ინგრედიენტები დაიწყებენ შერევას, დაუმატეთ 20გ დარბილებული კარაქი და გააგრძელეთ ცომის დამუშავება. მოაყარეთ ფქვილი, დააფარეთ პირსახოცი და დაელოდეთ 30 წუთი. ამ დროის შემდეგ ჩაზილეთ და ისევ დაელოდეთ 30 წუთი.

3.ცომი მოათავსეთ ფქვილ მოყრილ ზედაპირზე და გაყავით 8 ნაწილად. თითოეული ნაწილი გააბრტყელეთ თხლად. წაუსვით დარბილებული კარაქი. დარიჩინს დაუმატეთ ყავისფერი შაქარი და მოაყარეთ ფირფიტებს.

4.ერთი ფირფიტა მოათავსეთ მეორეზე, მასაც წაუვსით კარაქი და მოაყარეთ დარიჩინის მასა. იგივე გაიმეორეთ დანარჩენი ფირფიტების შემთხვევაშიც. დაჭერით ცომი გრძლად და მიეცით ნახატზე ნაჩვენები ფორმა.

5.მზა რულეტები მოათავსეთ გამოსაცოხფ ფორმაზე და გამოაცხეთ 170 გრადუსზე 35 წუთი.

გემრიელად მიირთვით!