ეს კერძი ბებიას და ტკბილ ბავშვობას მახსენებს. ბავშვობის პერიოდში მოლდოვას საზღვართან ვცხოვრობდით. ჩვენი სახლის ფანჯრიდან ჩანდა მოლდოვეთის ლამაზი სოფლები. ბებიაჩემი იქ ცხოვრებისას იქაურ ტრადიციულ კერძებს ამზადებდა.
ინგრედიენტები
- 500გ ფქვილი
- 300მლ ცხელი წყალი
- 1 ჩაის კოვზი მარილი
- 1 პაკეტი ცომის გამაფხვიერებელი
- 6 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი
- 100გ კარაქი
- 3 ჩაის კოვზი სახამებლი
- 200გ ხაჭო
- 1 კვერცხი
- მწვანილი
მომზადება
1.პირველ რიგში აადუღეთ წყალი. ჩვენ დაგვჭირდება 300მლ, რომელსაც უნდა დამატოთ ჩაის კოვზი მარილი და გამაფხვიერებელი. მიღებულ მასას 500გ ფქვილი.
2.მოურიეთ ცომს კოვზით, მორევის პროცესში დაუმატეთ სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი. ახლა კი შეგიძლიათ მოზილოთ ხელით. მიღებულო ცომი გაყავით 3 ნაწილად. ცომი დაასვენეთ 5 წუთი.
3.აიღეთ ბრტყელი თეფში და დაასხით ცოტა ზეთი. წაუსვით ცომს ცოტა ზეთი და გააბრტყელეთ, მოათავსეთ თეფშზე. სამივე ნაწილის გაბრტყელების შემდეგ, მოათავსეთ ისინი ერთმანეთზე და დააფარეთ პაკეტი. დაასვენეთ 30 წუთი.
4.ამასობაში მოამზადეთ შიგთავსი. 200გ ხაჭოს დაუმატეთ მწვანილი.
5.მაგიდა დაამუშავეთ და მასზე გააბრტყელეთ ცომი. ცომი უნდა გახდეს გამჭირვალე.
6.ცომს წაუსვით გალღობილი კარაქი, ძალიან ნელი მოძრაობით, რადგან არ დაზიანდეს. მოაყარეთ სახამებელი და გადაკეცეთ ფირფიტა.
7.მოაყარეთ მწვანილი და ხაჭო, დაიწყეთ რულეტის გადახვევა.
8.მიეცით ფუნთუშის ფორმა, წაუსვით კვერცხი და მოათავსეთ ფორმაზე.
9.გამოაცხეთ 200 გრადუსზე 35-40 წუთი.
გემრიელად მიირთვით!