ინგრედიენტები
- ორცხობილა 3 სუფრის კოვზი
- კვერცხი 2 ცალი
- წყალი 2 სუფრის კოვზი
- ყველი 200გ
- მწვანილი
მომზადება
- მოამზადეთ ორცხობილის მასა, დაჭერით თეთრი პური კუბიკებად.
- გახუხეთ ღუმელში და გააგრილეთ.
- დაფხვენით გახუხული პური.
- გარეცხეთ კვერცხი, განაცალკევეთ გული და ცილა.
- ცილა 10 წუთი მოათავსეთ მაცივარში, შემდეგ ათქვიფეთ აქაფებამდე.
- კვერცხის გულს დაუმატეთ 2 სუფრის კოვზი წყალი.
- გახეხეთ ყველი წვრილად.
- ყველს დაუმატეთ ცილა, ფრთხილად მოურიეთ.
- შეგიძლიათ დაუმატოთ მწვანლი.
- დააბურთავეთ და შეინახეთ მაცივარში.
- დაახლოებით 15-20 წუთის შემდეგ გამოიტანეთ მაცივრიდან და ორმაგი საფანელით დაფარეთ.
- გააცხელეთ ზეთი და შეწვით თითოეული ბურთულა 1-2 წუთი.
გემრიელად მიირთვით!