მოჭიქული ყველი კარამელით

746

ასეთ მოჭიქულ ყველს მაღაზიაში ვყიდულობთ, თუმცა მისი მომზადება სახლის პირობებში შეგიძიათ, ეს სირთულეს არ წარმოადგენს და მაღაზიში შეძენილ ტკბილეულზე გაცილებით გემრიელი გამოდის!

ამ რეცეპტში მოჭიქულ ყველს შოკოლადიტა და კარამელით მოვამზადებთ.

ინგრედიენტები:

  • 300 გრამი ხაჭო
  • 50 გრამი შესქელებული რძე
  • 50 გრამი კარაქი
  • ნახევარი შეკვრა ვანილის შაქარი
  • 2 შოკოლადის ფილა
  • 25 მილიგრამი მცენარეული ზეთი სუნის გარეშე
  • 100 გრამი შაქარი
  • 110 გრამი ნაღები

მომზადების წესი:

1. აურიეთ: ხაჭო, შესქელებული რძე (თუ ძალიან ტკბილი გნებავთ შაქარიც დაუმატეთ), გამდნარი კარაქი და ვანილი. კარგად ათქვიფეთ ბლენდერით. უნდა მიიღოთ ერთგვაროვანი მასა და გულსართიც მზად არის!

2. გაადნეთ შოკოლადი ორთქლის აბაზანაზე და ზეთი დაუმატეთ, კარგად მოურიეთ. შემდეგ გამოიღეთ ფორმები, ჩვენს შემთვევაში კექსის ფორმა გამოვიყენეთ. მოუსვით ფორმების კედლებს შოკოლადი და საყინულეში შედგით 5 წუთი. გამოიღეთ ფორმა და მეორე ფენა შოკოლადი გადაუსვით, ისევ შეაბრუნეთ საყინულეში.

3. ახლა კი კარამელი მოვამზადოთ: დაყარეთ ტაფაზე შაქარი და როდესაც შეამჩნევთ რომ მან დნობა დაიწყო, ცეცხლს დაუწიეთ და ნაღების მოსხმა დაიწყეთ, ნარები აუცილებლად ცხელი უნდა იყოს. ხარშეთ კარამელი 2 წუთი, გამორთეთ ცეცხლი და დაელოდეთ გაგრილებას.

4. ეხლა კი ჩვენი დესერტის ფორმირებას შევუდგეთ. გამოიღეთ ფორმები. შიგნით ხაჭოს მასა ნახევრამდე ჩადევით, გაუკეთეთ ცოტაოდენი ჩაღრმავება და კარამელი ჩაასხით. ზემოდან ისევ ხაჭოს მასა დაადეთ და შოკოლადი მოასხით. ახლა მზა დესერტი მაცივარში 2 საათით შედგით და შმედეგ გემრიელად მიირთვით.

დესერტის ფორმებში ამგავირ განაწილება აუცილებელი არ გახლავთ. შეგიძლიათ ხაჭოს მასა დ აკარამელი ერთმანეთში აურიოთ, ჭიქაში ჩადოთ, შოკოლადი მოასხათ და ისე მიირთვათ. რაც შეეხება კარამელს, მის ნაცვლად თავისუფლად შეგიძლიათ თქვენთვის საურველი გულსართი გამოიყენოთ!