როგორ მოვამზადოთ ფხვიერი ორცხობილა მარტივად და სწრაფად? დღეს მე სწორედ ამ საიდუმლოს გაგაცნობთ.
ინგრედიენტები
- 270გ ფქვილი
- 1 კვერცხი
- 130გ კარაქი
- 120გ შქარი
- 4 მანდარინი
- მარილი
მომზადება
1.დარბილებული კარაქი ათქვიფეთ შაქართან და კვერცხთან ერთად. დაუმატეთ ფქვილი, მარილი და მოზილეთ ცომი. მოათავსეთ ცომი 15 წუთი მაცივარში.
2.გაასუფთავეთ მანდარინი. მოაშორეთ თესლი არსებობის შემთხვევაში.
3.გააბრტყელეთ ცომი. ამოჭერით მრგვლად. შიგთავსად მოათავსეთ მანდარინი.
4.დააფიქსირეთ კუტხეები ჩანგლით. გადაიტანეთ ფორმაზე, გამოაცხეთ 180 გრადუსზე 20 წუთი.
5.მოაყარეთ შაქრის ფხვნილი.
გემრიელად მიირთვით!