მართალია თუ არა, რომ ბისკვიტისთვის საჭირო კვერცხი არ უნდა განვაცალკევოთ

801

ბისკვიტების ცხობა ძალიან მიყვარს, ამიტომაც ვცდილობ მისი მომზადების ბევრ ხერხს დავეუფლო. დღეისათვის მე ავარჩიე ჩემი 6 ფავორიტი რეცეპტი, რომლებიც გაგიხალისებენ და გაგიადვილებენ მზადების პროცესს.

ინგრედიენტები

  • 4 კვერცხი
  • 250გ შაქარი
  • 200გ ფქვილი
  • 130გ გამაფხვიერებელი
  • 100მლ წყალი
  • 40გ კაკაო
  • 1 ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი
  • 1 ჩაის კოვზი სოდა
  • 0,5 ჩაის კოვზი მარილი
  • ვანილი

მომზადება

1.ჯამში მოათავსეთ 150გ შაქარი, კაკაო, წყალი და ზეთი. წამოადუღეთ მასა და გააგრილეთ. განაცალკევეთ კვერცხის ცილა და გული. ცილა ათქვიფეთ მარილთან და 100გ შაქართან ერთად. შოკოლადის მასას ნელ-ნელა დაუმატეთ კვერცხის გული და ათქვიფეთ. ეს ორი მასა შეაერთეთ და ფრთხილად დაუმატეთ ცილა.

2.გამოაცხეთ 180 გრადუსზე 35 წუთი, შემდეგ მოხსენით ფოლგა და გამოაცხეთ 160 გრადუსზე 35 წუთი. გააგრილეთ ოთახის ტემპერატურაზე 4-5 საათი.

ვანილის

ინგრედიენტები

  • 6 კვერცხი
  • მარილი
  • 150გ შაქარი
  • 180გ ფქვილი
  • 1გ ვანილი

მომზადება

1.პირველ რიგში გაახურეთ ღუმელი 160 გრადუსზე. განაცალკევეთ ცილა და გული. ცილას მოაყარეთ მარილი და ათქვიფეთ. დაუმატეთ შაქარი 4 ნაწილად თქვეფის პროცესში. შემდეგ 1-1 კვერცხის გული ამავე მეთოდით. კარგად ამოფუების შემდეგ მოაყარეთ ფქვილი და ვანილი, მოურიეთ ნიჩბით.

2.გამოსაცხობ ფორმაში ჩააფინეთ ქაღალდი. ჩაასხით ცომი და თანაბრად გადაანაწილეთ. გამოაცხეთ 45 წუთი.

სტაფილოს

ინგრედიენტები

  • 2 კვერცხი
  • 180გ შაქარი
  • მარილი
  • 180გ მცენარეული ზეთი
  • 170გ გახეხილი სტაფილო
  • 240გ ფქვილი
  • 1 ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი
  • 1 ჩაის კოვი სოდა
  • ფორთოხლის ქერქი
  • 1 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი
  • 1 ჩაის კოვზი დარიჩინი
  • 50გ ნიგოზი

მომზადება

1.ღუმელი გაახურეთ 180 გრადუსზე. მარილს დაუმატეთ კვერცხი, შაქარი და ათქვიფეთ მიქსერით 2 წუთი. ჩაასხით მცენარეული ზეთი, ლიმონის წვენი და ისევ ათქვიფეთ. დაუმატეთ ფქვილი, გამაფხვიერებელი, სოდა, დარიჩინი. კარგად მოურიეთ. დაუმატეთ სტაფილო, ფორთოხლის ქერქი, ნიგოზი.

2.გამოაცხეთ 180 გრადუსზე 25 წუთი. შემდეგ 160 გრადუსზე 40 წუთი.

ქოქოსის

ინგრედიენტები

  • 5 კვერცხი
  • მარილი
  • 130გ შაქარი
  • 50გ ქოქოსი
  • 90გ ფქვილი
  • 20გ ფქვილი
  • 40გ სიმინდის სახამებელი
  • 1,5 ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი

მომზადება

1.განაცალკევეთ კვერცხის ცილა და გული. გულს დაუმატეთ ნახევარი შაქარი და ათქვიფეთ მიქსერით 2 წუთი. დაუმატეთ ქოქოსი და მოურიეთ. მოაყარეთ ფქვილი, სახამებელი, გამაფხვიერებელი და მოურიეთ. ცალკე ჯამში მოათავსეთ ცილა, მარილი, შაქარი და ათქვიფეთ. ცილის მასა ფრთხილად გადაურიეთ გულის მასას.

2.გამოსაცხობ ფორმაში ჩაასხით ცომი. გამოაცხეთ 160 გრადუსზე 30 წუთი. შემდეგ მოხსენით ფოლგა და გამოაცხეთ 20 წუთი იმავე ტემპერატურაზე.

ინგრედიენტები

  • 5 კვერცხი
  • მარილი
  • 200გ შაქარი
  • 40გ კაკაო
  • 120გ სიმინდის სახამებელი
  • 1 სუფრის კოვზი გამაფხვიერებელი

მომზადება

1.განაცალკევეთ ცილა და გული. ცილას დაუმატეთ მარილი და 2 სუფრის კოვზი შაქარი. გულს დაუმატეთ დარჩენილი შაქარი და ათქვიფეთ. მოაყარეთ კაკო, სახამებელი და გამაფხვიერებელი. მიღებული სქელი მასა გვერდზე გადადეთ. ათქვიფეთ ცილა. მესამედი დაუმატეთ შოკოლადის მასას, მოურიეთ და ცილა ნელ-ნელა შეიყვანეთ.

2.გამოაცხეთ 160 გრადუსზე 30 წუთი. მოხსენით ფოლგა და გამოაცხეთ დამატებით 20 წუთი.

თაფლის

ინგრედიენტები

  •  6 კვერცხი
  • 200გ შაქარი
  • 0,5 ჩაის კოვზი მარილი
  • 80გ თაფლი
  • 1 ჩაის კოვზი სოდა
  • 20გ ფქვილი
  • ვანილი და ნიგოზი

მომზადება

1.ქვაბში მოათასვეთ სოდა და თაფლი. ქვაბი მოათავსეთ საშუალო ცეცხლზე, ურიეთ. მასა უნდა გათეთრდეს. მორევის შედეგად უნდა გახდეს კარამელისებური. გააგრილეთ მასა. განაცალკევეთ კვერცხის გული და ცილა. მოაყარეთ მარილი და შაქარი ცილას. ათვიფეთ. თაფლის მასას დაუმატეთ კვერცხის გული. კარგად ათქვიფეთ. მოაყარეთ ფქვილი, ნიგოზი, ვანილი და ფრთხილად მოურიეთ.

2.გამოაცხეთ 160 გრადუსზე 30 წუთი.

გემრიელად მიირთვით!