უზბეკურ სამზარეულო თავს დესერტებით ნამდვილად იწონებს. უგემრიელეს ნამცხვრებს და ცხობილებს შეხვდებით ამ მხარეში. არც ურამაა გამონაკლისი.
ბავშვობიდანვე შემიყვარდა ეს ტკბილეული და დღემდე სიამოვნებით მივირთმევ.

ინგრედიენტები
- კვერცხი 1 ცალი
- რძე 250მლ
- კონიაკი 2 სუფრის კოვზი
- შაქარი 100გ
- მარილი და სოდა
- ხორბლის ფქვილი 500გ
- მზესუმზირის ზეთი 300მლ
- შაქრის ფხვნილი გემოვნებით
მომზადება
1.ათქვიფეთ კვერცხი, შაქარი, მარილი და რძე. დაუმატეთ ცოტა ალკოჰოლი და კარგად მოურიეთ.

2.მოზილეთ ცომი, დაუმატეთ ფქვილი. დაელოდეთ 1 საათი.

3.გააბრტყელეთ ცომი თხლად და დაჭერით გრძლად.

4.გააცხელეთ ზეთი და შწვით ცომი.

5.მოაყარეთ მზა ცხობილას შაქრის ფხვნილი.

გემრიელად მიირთვით!









