უსაფუარო ღვეზელი, რომელიც უმარტივესად მზადდება

650

ინგრედიენტები ცომისთვის

  • 400გ ფქვილი
  • 250მლ კეფირი
  • 1 კვერცხის გული
  • 1 ჩაის კოვზი მარილი
  • 0,5 ჩაის კოვზი სოდა
  • 1 სუფრის კოვზი შაქარი
  • 1 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი
  • 2 სუფრის კოვზი არაჟანი

ინგრედიენტები შიგთავსისთვის

  • 400გ კარტოფილი
  • 1 ხახვი
  • კამა
  • 50გ კარაქი
  • მარილი და წიწაკა

მომზადება

1.ღრმა ჯამში მოათავსეთ კეფირი, 2 სუფრის კოვზი არაჟანი, მარილი, შაქარი და 1 კვერცხის გული. მოასხით ზეთი და მოურიეთ.

2.გაცერით 400გ ფქვილი და სოდა. მოზილეთ ელასტიური ცომი და დაელოდეთ მის ამოფუებას 15 წუთი.

3.ამასობაში მოხარშეთ კარტოფილი. დაჭერით ხახვი და შეწვით ზეთში.

4.დაჭყლიტეთ კარტოფილი კარაქთან ერთად, შეგიძლიათ მოასხათ რძე. მოაყარეთ მარილი, წიწაკა, ხახვი და მწვანილი.

5.ცომი გაყავით 10-12 ნაწილად და გააბრტყელეთ თითოეული. მოათავსეთ შიგთავსი და გადაახვიეთ.

6.შეწვით ზეთში.

გემრიელად მიირთვით!