კაკაოს საოცარი ბურთულები უმარტივესად

1475

როცა სახლში მარტო ვარ, ყოველთვის ვცდილობ სამზარეულოში ვიფუსფუსო და საოცარი დესერტები მოვამზადო.

ინგრედიენტები

  • 250გ კარაქი
  • 100გ შაქრის ფხვნილი
  • 250გ კარტოფილის სახამებელი
  • 1 კვერცხი
  • 250გ ფქვილი
  • 1გ ვანილი
  • 2 სუფრის კოვზი კაკაო
  • 100გ რძიანი შოკოლადი

მომზადება

1.ღრმა ჯამში მოათავსეთ რბილი კარაქი, კვერცხი და შაქრის ფხვნილი. ათქვიფეთ მიქსერით.

2.დაუმატეთ კაკაო, ვანილი, სახამებელი და ფქვილი. მოზილეთ ცომი.

3.ღუმელი გაახურეთ 200 გრადუსზე. ცომისგან მოამზადეთ ბურთულები.

4.გამოაცხეთ 15 წუთი. დესერტი გააგრილეთ და შემდეგ ამოავლეთ კაკაოში.

5.შეგიძლიათ მოასხათ მინანქარი. მის მოსამზადებლად რძიანი შოკოლადის ფილადატეხეთ, მოათავსე ღრმა ჯამში და გაალღვეთ მიკროტალღურში.

გემრიელად მიირთვით!