ლაკსა- ცხარე ატრიის წვნიანია. მისი სამშობლოა სინგაპური, მალაიზია და ინდონეზია. ლაკსას პასტას აზიურ მაღაზიებში შეხვდებით, ამასთან, ინტერნეტმიმწოდებელთანაც შეგიძლიათ შეიძინოთ.
ინგრედიენტები :
- 2 ს.კ. ვეგეტარიანული ზეთი
- 4 ს.კ. ლაკსას პასტა
- 2 ხახვი
- 2 კბილი ნიორი
- 1 კოჭა
- 1 წითელი მწარე წიწაკა
- მარილი, შავი პილპილი
- 1 ს.კ. კრევეტის საწებელი
- 1 ლ ქათმის ბულიონი
- 1 ქათმის თეთრი ხორცი
- 400 მლ ქოქოსის კაკალის რძე
- 12 დიდი კრევეტი
- 250 გ ტოფუ
- 1 ს.კ. ყავისფერი შაქარი
- 3 ს.კ. ტაილანდური თევზის საწებელი
- 1 ლაიმის წვენი
- 500 გ კვერცხის ატრია
- 1,2 ჭ ლობიოს ღივი
- 1 მწვანე ხახვი
- ქორფა ქინძი
მომზადების წესი:
- ზეთი საშუალო ცეცხლზე ქვაბში გააცხელეთ. დაუმატეთ ლაკსას საწებელი და 30 წმ შუშეთ. დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ხახვი, ნიორი, წიწაკა და 2,5 სმ სიგრძეზე დაჭრილი კოჭა. შეაზავეთ მარილითა და პილპილით. შუშეთ კიდევ 2 წუთი.
- დაუმატეთ კრევეტის საწებელი და ქათმის ბულიონი აადუღეთ. დაუმატეთ თეთრი ხორცი და მოხარშეთ. ხორცი წვნიანიდან ამოიღეთ, გააგრილეთ, დაჭერით.
- ცეცხლს დაუწიეთ. დაჭრილი ხორცი ჩააბრუნეთ ქვაბში, დაუმატეთ ქოქოსის კაკლის რძე, კრევეტი, ტოფუ, ყავისფერი შაქარი, თევზის საწებელი და ლაიმის წვენი. ადუღეთ, ვიდრე კრევეტი კარგად მომზადდება.
- ატრია პაკეტზე მითითებული წესით მოხარშეთ. თანაბრად გაანაწილეთ ფიალებში. ჩამჩით მოასხით წვნიანი, მოაყარეთ ლობიოს ღივები, ირიბად დაჭრილი მწვანე ხახვი და ქინძი. სუფრაზე ლაიმის ნაჭრებით მორთული მიიტანეთ.