ვახშამის მომზადები ასეთი მარტივი არასდროს ყოფილა!
გემრიელი, ნოყიერი და არომატული ნამცხვარი ლორით და ყველით.
ინგრედიენტები
- ხორბლის ფქვილი 375გ
- ხახვი 2 ცალი
- ლორი 200გ
- კარაქი 135გ
- ჩედერი 100გ
- რძე 225მლ
- ზეითუნის ზეთი 1 სუფრის კოვზი
- გამაფხვიერებელი 1 ჩაის კოვზი
- ზღვის მარილი 0,5 ჩაის კოვზი
მოზმადება
1.პირველ რიგში მოვამზადოთ ცომი. 125გ კარაქი დაჭერით, მოათავსეთ ბლენდერში. დაუმატეთ ფქვილი, გამაფხვიერებელი და მარილი.
2.დააქუცმაცეთ ყველაფერი. ჩაასხით 125მლ რძე. ათქვიფეთ მასა. მზა ცომი მოათავსეთ ჯამში და მოასხით დარჩენილი რძე.
3.გაასუფთავეთ ხახვი და დაჭერით თხლად. ტაფაზე გააცხელეთ ზეთი. შეწვით ხახვი და მოაყარეთ შაქარი.
4.ხახვმა უნდა მიიღოს კარამელის ფერი. ლორი დაჭერით კუბიკებად, ხოლო ყველი გახეხეთ.
5.მესამედი ლორი და იმავე რაოდენობის ყველი დაუმატეთ ცომს. მოზილეთ ცომი და ჩაასხით ფორმაში.
6.ზემოდან გადაანაწილეთ დარჩენილი ლორი, ხახვი და ყველი. გამოაცხეთ 180 გრადუსზე 25-35 წუთი.
გემრიელად მიირთვით!