ზარმაცი ნამცხვარი ლავაშით სოკოთი და ქათმით

595

ეს რეცეპტი ნამდვილად ჩემი აღმოჩენაა. ნამცხვარი, რომელიც უგემრიელესია.

ლავაშის ამცხვარი ძალიან გავს ფრანგულს.

ინგრედიენტები

  • ლავაში 1 ცალი
  • ქამა სოკო 400გ
  • ქათმის ფილე 400გ
  • ხახვი 1 ცალი
  • ნაღები 300მლ
  • ბრინჯი 80გ
  • ყველი 150გ
  • პომიდორი 1 ცალი
  • ხორბლის ფქვილი 2 სუფრის კოვზი
  • კვერცხი 2 ცალი
  • მზესუმზირის ზეთი გემოვნებით
  • ნივრის ფხვნილი გემოვნებით
  • მარილი და ბაზილიკი გემოვნებით

მომზადება

1.მოხარშეთ ბრინჯი. გააცხელეთ ტაფაზე ზეთი და შეწვით ხახვი. დაუმატეთ ფილე და სოკო.

2.შეწვით ინგრედიენტები და მოასხით 100მლ ნაღები, მოაყარეთ მარილი, ბაზილიკი. ამ პროდუქტების მომზადების შემდეგ დაუმატეთ მოხარშული ბრინჯი.

3.დარჩენილ ნაღებს დაუმატეთ ნფქვილი, კვერცხი, მარილი, ბაზილიკი და ნიორი.

4.გამოსაცხობ ფორმას წაუვსით ცხიმი. მოათავსეთ ლავაშის ნაჭერი, შიგთავსი და მოაყარეთ ყველი. გაიმეორეთ ფენა, ბოლოს დაალაგეთ პომიდორი და მოასხით სოუსი, მოაყარეთ ყველი.

5.გამოაცხეთ 180 გრადუსზე 30 წუთი.

გემრიელად მიირთვით!