ხემსი ყველით და კვერცხით
ჩიფსი ყველას ძალიან უყვარს. ჩემს სახლში ყოველთვის აღმოაჩენთ რამდენიმე შეფუთვა ამ საოცარ ხემსს.
ინგრედიენტები
- 3 შეკვრა ჩიფსი
- მწვანილი
- 150გ ყველი
- 150გ ძეხვი
- 1 ხახვი
- 9 კვერცხი
- 1 ტკბილი წიწაკა
- 100გ მოხარშული ქათმის ხორცი
- სოუსები
მომზადება
1.პირველი ეტაპი – გახსენით ჩიფსი და შეფუთვაშივე დაფხვენით.
2.ღრმა ჯამში ჩაასხით კვერცხი და ათქვიფეთ. წვრილად დაჭერით ძეხვი, ქათამი, წიწაკა, მწვანილი და ხახვი. გახეხეთ ყველი.
3.ეს კომპონენტები გადაანაწილეთ ჩიფსის 3 შეფუთვაში და მოასხით კვერცხი. პაკეტი შეკარით ძაფებით და ჩაუშვით ცხელ წყალში 25 წუთი.
4.მზა ომლეტი ამოიღეთ შესაფუთიდან და დაჭერით.
გემრიელად მიირთვით!