ღვეზელი შოკოლადისა და ჟოლოს ნოყიერი და მაცოცხლებელი გულსართით

1083

ჟოლო და შოკოლადი კლასიკურ კომბინაციას წარმოადგენს და ამ ნამცხვარს განსაკუთრებით  უხდება. კენკრა ამსუბუქებს და აცოცხლებს ნოყიერ შოკოლადიან გულსართს.

ინგრედიენტები:

ფირფიტა

  • 3 ჭიქა წვრილად დაფხვნილი ვანილის ნამცხვარი (ბისკვიტი)
  • 1 ჭიქა წმინდად დაფქული ნუში
  • 1 ჭიქა გამდნარი კარაქი

გულსართი შოკოლადის კრემით

  • 6 მოზრდილი კვერცხი
  • 3/4 ჭიქა შაქრის ფხვნილი
  • 1/3 ჭიქა ფქვილი
  • 600 მლ რძე
  • 200 გ გახეხილი შავი შოკოლადი

ზედაპირი

  • 2 ჭიქა ცოცხალი ჟოლო
  • 60 გრ გარგარის ჯემი (შეგიძლიათ სხვა ხილის ჯემიც გამოიყენოთ)

მომზადების წესი:

  1. დაფხვნილი ბისკვიტი, ნუში და კარაქი  შეურიეთ მოზრდილ ჯამში. მასა მოათავსეთ 28 სმ დიამეტრის ფორმაში, მოსახსნელი ძირით.
  2. დაახლოებით 1 საათით მაცივარში გააჩერეთ, რომ მასა გამკვრივდეს.
  3. საშუალო ზომის ჯამში კვერცხის გულები და 1/4 ჭიქა  შაქრის ფხვნილი ათქვიფეთ მიქსერით, მაღალ სიჩქარეზე, მასა უნდა გათეთრდეს და ნაღებისებრი გახდეს. დაუმატეთ ფქვილი და ისევ მიქსერით შეურიეთ დაბალ სიჩქარეზე.
  4. რძე და დარჩენილი 50 გ შაქრის ფხვნილი პატარა ქვაბით დაბალ ცეცხლზე დადგით და ადუღებამდე მიიყვანეთ.
  5. ცხელი რძე თანდათან დაუმატეთ კვერცხიან მასას და განუწყვეტლივ ურიეთ. მასა ქვაბში ჩააბრუნეთ და 2 წუთით დაბალ ცეცხლზე ადუღეთ.
  6. შოკოლადი ჩადეთ საშუალო ზომის ჯამში, დაასხით ცხელი რძე და გადნობამდე ურიეთ. სახურავი დააფარეთ და აცადეთ გაგრილება.
  7. გულსართი კოვზით ჩადეთ გაგრილებულ ფირფიტაში და 2 საათით მაცივარში შედგით.
  8. ზედაპირი. ზედაპირი მორთეთ ცოცხალი ჟოლოთი.
  9. პატარა ჯამში გაათბეთ გარგარის ჯემი (სურვილის მიხედვით) და ჟოლოს ფენას ზემოდან ფუნჯით გადაუსვით.