ფსტისა და ვარდის წყლის დელიკატური გემო ერთმანეთს უხდება და ნამცხვარს სინაზესა და ეგზოტიკურობას სძენს.
ინგრედიენტები:
ბისკვიტისთვის:
- 300 გ თეთრი ფქვილი
- 2 ჩ.კ. გამაფხვიერებელი
- 1 ჩ.კ. დაფქული დარიჩინი
- 1/2 ჩ.კ. სოდა
- 150 გ ღია ყავისფერი შაქარი
- 2 დიდი მწიფე ბანანის პიურე
- 2 კვერცხი, ოდნავ ათქვეფილი
- 90 მლ ზეთი
- 120 მლ არაჟანი
- 120 გ (1 ჭიქა და ოდნავ მეტი მოსართავად) მსხვილად დაჭრილი ფსტის კაკალი
მინანქრისთვის:
- 200 გ შაქრის პუდრი
- 1 ს.კ. ვარდის წყალი
- 1 1/2 წყალი
მომზადების წესი:
- ბისკვიტი: ღუმელი წინასწარ გაახურეთ 180 გრადუსზე. ნამცხვრის კვადრატულ ფორმას ან კექსის ფორმას მთელ ზედაპირზე კარაქი წაუსვით. ძირსა და გვერდებზე პერგამენტის ქაღალდი დაუფინეთ.
- ფქვილი, გამაფხვიერებელი, დარიჩინი და სოდა გაცერით, დაუმატეთ ყავისფერი შაქარი და კარგად აურიეთ.
- ბანანი, კვერცხები, ზეთი და არაჟანი მომცრო ჯამში მოათავსეთ. დაუმატეთ გაცრილი ფქვილი, ფსტა და კარგად შეურიეთ ერთმანეთს. მომზადებული მასა ფორმაში კოვზით გადაიტანეთ და თავი კოვზითვე მოუსწორეთ.
- აცხვეთ 30-35 წუთი, ვიდრე ოქროსფერი დაედება. შეამოწმეთ: ხის ჩხირი ცენტრში ჩაარჭვეთ და თუ არაფერი ამოჰყვა, ბისკვიტი მზად არის. ფორმაში 10 წუთი დატოვეთ. როცა გაგრილდება, ცხაურზე გადააბრუნეთ და ბოლომდე გააცივეთ.
- მინანქარი: პატარა ჯამში ჩაასხით ვარდის წყალი და წყალი, დაუმატეთ შაქრის პუდრი. ურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
- მინანქარი ნამცხვარს თავზე მოასხით და ზედ დარჩენილი ფსტა მოაყარეთ. შემდეგ დაჭერით და სუფრაზე მიიტანეთ.