ვაშლის ნამცხვარი ქოქოსით

963

ვაშლის ნამცხვარი ძალიან ცნობილი დესერტია. მისი მომზადების უამრავი მეთოდი და რეცეპტი არსებობს. მე ძალიან მიყვარს ბისკვიტის ვაშლის ნამცხვარი.

ინგრედიენტები

  • კვერცხი 5 ცალი
  • შაქარი 14 სუფრის კოვზი
  • ხორბლის ფქვილი 6 სუფრის კოვზი
  • სახამებელი 2 სუფრის კოვზი
  • სოდა
  • ვაშლი 1,2კგ
  • ლიმონის წვენი 1 ჩაის კოვზი
  • კარაქის პუდინგი 6 სუფრის კოვზი
  • წყალი 4 ჭიქა
  • კარაქი 100გ
  • გახეხილი ქოქოსი 150გ

მომზადება

1.პირველ რიგში გაახურეთ ღუმელი 180 გრადუსზე. გამოსაცხობი ფორმა ამოფინეთ პერგამენტით. ცომის მოსამზადებლად აიღეთ 4 კვერცხი.

2.განაცალკევეთ კვერცხის გული და ცილა. ცილას დაუმატეთ ცოტა სოდა და ათქვიფეთ აქაფებამდე. შემდეგ ნელ-ნელა დაუმატეთ 4 სუფრის კოვზი შაქარი, ათქვიფეთ.

3.ქაფიან მასას ნელ-ნელა დაუმატეთ დარჩენილი კვერცხის 4 გული. ცალკე გაცერით ფქვილი და სახამებელი.

4.ფქვილის მასაც ნელ-ნელა დაუმატეთ ქაფს. თქვენ უნდა გამოგივიდეთ ფაფუკი ცომი.

5.ჩაასხით ფორმაში და გაათანაბრეთ. მოამზადეთ გახურებულ ღუმელში 30 წუთი. შემდეგ გააგრილეთ კორჟი, არ გამორთოთ ღუმელი.

6.ამასობაში მოამზადეთ ვაშლის შიგთავსი. გაასუფთავეთ ვაშლი, დაჭერით და მოათავსეტ ქვაბში. დაასხით 3,5ლ წყალი.

7.დაუმატეთ 6 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი. აადუღეთ მასა. მოამზადეთ დაბალ ცეცხლზე 5 წუთი. ამოიღთ ვაშლი სიროპიდან.

8.პუდინგს დაუმატეთ დარჩენილი 0,5 ჭიქა წყალი. კარგად მოურიეთ ამ მასას. ჩაასხით ვაშლის სიროპში და დადგით დაბალ ცეცხლზე.

9.თქვენ უნდა გამოგივიდეთ პუდინგ/სიროპი. ვაშლიები გაგრილებულ კორჟზე გადაანაწილეთ, ზემოდან მოასხით პუდინგი.

10.მოამზადეთ ქოქოსის მასა. ამისათვის დაბალ ცეცხლზე გაალღვეთ კარაქი. დაუმატეთ 4 სუფრის კოვზი შაქარი და ქოქოსი. მოურიეთ.

11.როცა შაქარი გალღვება, გადმოიტანეთ ცეცხლიდან და გააგრილეთ. ათქვიფეთ კვერცხი, მოურიეთ, მიღებული მასა დაასხით თანაბრად დესერტს.

12.მოამზადეთ ნამცხვარი 10 წუთი.

გემრიელად მიირთვით!