ინგრედიენტები
- პენნე 450გ
- სოსისები 350გ
- ხახვი 1 ცალი
- ქამა სოკო 600გ
- რუკოლა ან კომბოსტო 150გ
- გახეხილი პარმეზანი 0,3 ჭიქა
- ზეითუნის ზეთი 1 სუფრის კოვზი
- მარილი გემოვნებიღ
- წიწაკა გემოვნებით
მომზადება
- მოხარშეთ მაკარონი მარილიან წყალში. 0,25 ჭიქა ნახარში შეინახეთ სოუსისთვის.
- დაჭერით სოსისები. გარეცხეთ სოკო, დააქუცმაცეთ. გაასუფთავეთ ხახვი, წვრილად დაჭერით. რუკოლაც გარეცხეთ და გააშრეთ.
- შეწვით ტაფაზე სოსისები, დაუმატეთ დაჭრილი ხახვი და მოთუშეთ 4 წუთი.
- სოსისებს დაუმატეთ სოკო, მოასხით ცოტა წყალი, მოთუშეთ 8 წუთი.
- მაკარონიან წვაბში ჩაყარეთ სოსისები, სოკო, რუკოლა, ნახარში, მრილი, წიწაკა და კარგად მოურიეთ. გააცხელეთ 1-2 წუთი დაბალ ცეცხლზე.
- თეფშზე გადატანისას მოაყარეთ პარმეზანი.
გემრიელად მიირთვით!