ვაშლის ნამცხვარი უნაზესი კრემით

635

ფრანგულ დესერტს, მართლა არაფერი ჯობია!

დღეს ჩვენ ვაშლის უგემრიელესი ნამცხვარს მოვამზადებთ უნაზეს კრემთან ერთად.

ცოტა ნიგოზი, შოკოლადი და დარჩინი საოცარ არომატს ქმნის!

ინგრედიენტები

  • კვერცხი 2 ცალი
  • შაქარი 100გ
  • ვაშლი 3 ცალი
  • წყალი 3 სუფრის კოვზი
  • ხორბლის ფქვილი 100გ
  • ნუში 4 სუფრის კოვზი
  • გამაფხვიერებელი 12გ
  • ვანილი 20გ
  • დარიჩინი 2 ჩაის კოვზი
  • ვანილის პუდინგი 1 ცალი
  • რძე 250მლ
  • შავი შოკოლადი გემოვნებით

მომზადება

  1. გამოსაცხობი ფორმა ამოფინეთ ფოლგით, მოაყარეთ ვანილი და დარიჩინი.
  2. გარეცხეთ ვაშლი, გათალეთ და დაჭერით. მოათავსეთ ფორმაში და გამოაცხეთ 250 გრადუსზე 15 წუთი.
  3. ათქვიფეთ შაქარი (50გ) და კვერცხი, დაუმატეთ 3 სუფრის კოვზი წყალი და გააგრძელეთ თქვეფა. ფქვილს დაუმატეთ გამაფხვიერებელი დაფქულ ნუშთან ერთად და დაუმატეთ ათქვეფილ კვერცხს, მოზილეთ თხევადი ცომი.
  4. ზომი მოასხით ვაშლს და გამოაცხეთ 180 გრადუსზე 15 წუთი.
  5. ამასობაში მოამზადეთ კრემი. გააცხელეთ რძე და მასში გახსენით ვანილის პუინგი, დაუმატეთ შაქარი (50გ). შეასქელეთ კრემი და დაუმატეთ არაჟანს.
  6. მზა ნამცხვარი ამოიღეთ ფორმიდან, მოახსენით ფოლგა, წაუსვით კრემი და მოაყარეთ შოკოლადი.

გემრიელად მიირთვით!