შოკოლადის ნაყინი ცნობილი ინგლისელი შეფის ჯიმი ოლივერის რეცეპტით

1152

ზაფხულის ცხელ დღეებში ნაყინზე უკეთესი რა შეიძლება იყოს?

მოდით საოცარი დესეტი მოვამზადოთ ჩვენი ხელით!

ინგრედიენტები

  • 100გ შავი ან რძიანი შოკოლადი
  • 300მლ რძე
  • 85გ შაქარი
  • 3 კვერცხი გული
  • 300მლ ნაღები

მომზადება

1.დავიწყოთ შოკოლადის მომზადება. გაალღვეთ შოკოლადი რძესთან ერთად და გააგრილეთ.

2.კვერცხის გულს დაუმატეთ შაქარი და ათქვიფეთ. ნელ-ნელა დაუმატეთ შოკოლადის რძე და მოათავსეთ დაბალ ცეცხლზე. არ აადუღოთ მასა, არამედ დაელოდეთ მის შესქელებას.

3.ჯამი მოათავსეთ გაყინულ წყალზი. გააგრილეთ, განუწყვეტლივ ურიეთ. დაუმატეთ ნაღები და კარგად მოურიეთ.

4.გადაიტანეთ ფორმებში და გაყინეთ 3-4 საათი.

გემრიელად მიირთვით!

რედაქციის რჩევა

ნაყინი – ეს არ არის კერძი, რომლის რეცეპტი თვალის ზომით შეიძლება შეცვალოთ. ამ პროდუქტს ძალიან უყვარს პროპორციულობა და სიზუსტე. საყვარელი ნაყინის ფუძედ შეგიძლიათ გამოიყენოთ ნაღები, შაქარი, რძე და შემასქელებელი. კვერცხსი გული შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ სახამებლით. შაქრის ფხვნილს თუ პუდრით ჩაანაცვლებთ, მაშინ თქვენი ნაყინი საოცრად ფაფუკი გამოვა.